საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
829

აფრიკის ერთა თასი შესაძლოა, ზაფხულში გადაიტანონ

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-07-20 01:08:00

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია განიხილავს აფრიკის ერთა თასის ზამთრიდან ზაფხულში გადატანის შესაძლებლობას, - იტყობინება BBC.

ტრადიციულად, ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ, იანვარ-თებერვალში იმართება, რაც რეგულარულად იწვევს ევროპული კლუბების უკმაყოფილებას, რადგან მათ არ სურთ ეროვნული ჩემპიონატების მსვლელობისას აფრიკელი ფეხბურთელების გაშვება.

ყველაზე მეტად ზარალდება ინგლისი, სადაც, ტრადიციულად, ბევრი აფრიკელი ლეგიონერი თამაშობს, ხოლო პრემიერლიგაში პაუზა არ არის გათვალისწინებული. წელს, აფრიკის თასზე ინგლისის 12 კლუბის ოცზე მეტი მოთამაშე იყო წასული.
„ჩვენ ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს, მაგრამ პირველ რიგში, სწორედ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა აჰმად აჰმადმა
გარდა ამისა, დღის წესრიგშია აფრიკის თასის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რიცხვის გაზრდა 16-დან 24-მდე, ასევე ტურნირის ჩატარება არა ორ, არამედ ოთხ წელიწადში ერთხელ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი