საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
841

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს

გამოქვეყნებულია 2017-07-20 11:14:00


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ყარსში თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმეთ არსლანს შეხვდა 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ აჰმეთ არსლანთან ერთად ყარსიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე, ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის აშენდა, პირველი მატარებლით იმგზავრა. 

„ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ უნდა მოუტანოს როგორც საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს, ასევე რეგიონის ქვეყნებს. იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი მალე ამუშავდება" - განაცხადა გახარიამ. 

ორი ქვეყნის მინისტრებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები, თურქეთის სამთავრობო და კერძო უწყებების ასზე მეტი წარმომადგენელი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. 

მოდერნიზებულ მატარებელში, რომელიც თურქეთის მხარემ უზრუნველყო, მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, სადაც პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და ისაუბრეს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებზე.

„ეს არის ისტორიული პროექტი და დღეს ჩვენ ყველა ვართ ამ ისტორიული ფაქტის მომსწრეები, როდესაც საშუალება გვეძლევა პირველად ვიმგზავროთ ახალ ხაზზე მატარებლით. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, სამი სახელმწიფოსთვის, მისი წყალობით საშუალება გვეძლევა განვავითაროთ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. მოგეხსენებათ, რომ პროექტი დაიწყო აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, მისი რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ემატება ყაზახეთი და თურქმენეთი და მთლიანად აბრეშუმის გზა ლონდონიდან პეკინამდე გადაიჭიმება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის, შესაბამისად, მოკლე ვადაში ვაპირებთ ამ პროექტის დასრულებას და გახსნას“, - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეთ არსლანიმ.

ოთხი ქვეყნის დელეგაციებმა, გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე აშენებული საკონტეინერო ტერმინალი და ახალქალაქის ვაგზალი დაათვალიერეს, სადაც უკვე დასრულებულია კონსტრუქციების მშენებლობა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად ჩამოსულები არიან ყაზახი კოლეგები. ჩვენ თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად ჩამოყალიბებული გვაქვს ასოციაცია „შუა დერეფანი,“ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დააკავშირებს შუა აზიის ქვეყნებს ჩვენს რეგიონთან, თურქეთთან, ჩინეთს დააკავშირებს ჩვენი რეგიონისა და ევროპის ბაზრებთან,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ხელმძღვანელმა, მამუკა ბახტაძემ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. ამჟამად პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია და მისი ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა