საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
790

ივნისში, ყველაზე მეტად ლითონის ფასი გაიზარდა

მარიამ ბერძენიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-20 11:48:00

საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა. 2017 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ცვლილებამ წინა თვესთან შედარებით 0,5 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12,3 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ზრდა განპირობებული იყო გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 0,6 პროცენტით ზრდით, რაც ინდექსის ცვლილების მთლიან მაჩვენებელში 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების 1,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე, აგრეთვე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1,1 %). ამასთან, ფასები -3%-ით შემცირდა ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: 

გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12,7 პროცენტით, რომლის წვლილმაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 10,49 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (39,9 პროცენტი), აგრეთვე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (11,3 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რამაც 1,15 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში;

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16,7 პროცენტით, რაც 0,63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ბავშვთა სამყაროს“ ოქროს ბირჟის მოვაჭრეებს კუთვნილი ძვირფასი ლითონი საცავებიდან გამოაქვთ
„ბავშვთა სამყაროს“ ოქროს ბირჟის მოვაჭრეებს კუთვნილი ძვირფასი ლითონი საცავებიდან გამოაქვთ
რაც შეეხება „ბავშვთა სამყაროს“ ოქროს ბირჟის მოვაჭრეებს, მათ საცავებიდან კუთვნილი ძვირფასი ლითონი ამ დრომდე გამოაქვთ. 
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროს“ ოქროს ბირჟის საცავებში ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა დაიწყო
„ბავშვთა სამყაროს“ ოქროს ბირჟის საცავებში ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა დაიწყო
„ბავშვთა სამყაროს“ ოქროს ბირჟის საცავებში ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა დაიწყო.  
წაკითხვა
დიზაინერ თამთა შინდელიშვილის ჩვენება თბილისში
დიზაინერ თამთა შინდელიშვილის ჩვენება თბილისში
დიზაინერ თამთა შინდელიშვილის ჩვენება თბილისში - შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ამჯერად ქართული ბაზრისთვის შეიქმნა. ამ სეზონზე დიზაინერმა, რომელ
წაკითხვა