საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2056

თამბაქოს კონტროლის რეფორმის აღსრულების მექანიზმებზე ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მსჯელობენ

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-20 15:09:00

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ამ წუთებში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას მართავს, სადაც განიხილება თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმის აღსრულების მექანიზმები, საერთაშორისო ექსპერტიზის შესაძლებლობები და შემუშავდება სამოქმედო გეგმა.

თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმა მოკლედ მიმოიხილა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავად ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ. როგორც მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეკრების მიზანია, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმის სწორი დანერგვა სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამედიცინო სფეროს ექსპერტების, მედიისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით. 

„ის კანონმდებლობა, რაც ჩვენ მივიღეთ თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით 30 მაისს, როცა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნულ კანონს, საჭიროებს რიგ მოსამზადებელ სამუშაოებს იმისათვის, რომ რეალურად აღსრულდეს. ერთია, რომ ასეთი კანონმდებლობის მიღება ამ კუთხით მომავალ თაობებს გადაარჩენს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მიღებულია კანონმდებლობა და უნდა მოხდეს მისი აღსრულება, ამიტომ გვჭირდება ნორმატიული აქტების მთელი რიგის გამოცემა, რომელიც არის ასევე გაწერილი, მთელი გარკვეული შეზღუდვები და ცვლილებები 1-ლი იანვრიდან. შემდეგ პირველი მაისიდან თითოეული ამ თარიღისთვის აუცილებელი იქნება რამდენიმე ნორმატიული აქტის გამოცემა. მომზადება აღმასრულებლების, რომ სრულად აღსრულდეს ის ნორმები, რომლებიც ეხება შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 1-ლი სექტემბრიდან ხდება რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვა, რისთვისაც მზად უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები, რათა მოხდეს კანონის სრულყოფილად აღსრულება პირველი მაისიდან, როდესაც შენობებში აიკრძალება მოწევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - შენობებში და არა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ამისათვის მზად უნდა იყოს საზოგადოება. ამიტომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის კამპანია არის დასაგეგმი და მასობრივად განსახორციელებელი, რათა მოხდეს ნებისმიერი დაძაბული სიტუაციის პრევენცია“, - განაცხადა ზოიძემ.

კანონმდებლობის აღსრულების მოსამზადებელ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა, რაც შეიძლება ამ წამოწყებას მოჰყვეს, თამბაქოს ინდუსტრიის მიზანმიმართული ქმედებებია კანონის მიღების ჩასაშლელად, რის თავიდან ასაცილებლადაც საჭიროა მობილიზება.

კიდევ ერთი საფრთხე, რაზეც მან ისაუბრა, კანონის აღსრულების არასაკმარისი ეფექტურობაა. მისი თქმით, 11 ნორმატიული აქტის მიღებაა საჭირო, რომელთაგან ერთი სასჯელაღსრულების სამინისტრომ, სადა შეფუთვასთან დაკავშირებით, უკვე მიიღო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი -  2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა