საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1905

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატები გადაეცა

გამოქვეყნებულია 2017-07-21 13:33:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატები გადაეცა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის 10 ახალი მოწყობილობა შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდება. აღნიშნულის შესახებ მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სმენის სკრინინგის 5 აპარატი საქველმოქმედო ფონდმა „აი-იამ“, 5 კი -  ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია National Center for Hearing Assessment and Management-მა გადასცა. 

სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სმენის სკრინინგის დაფარვა 65%-მდე გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარებას და სმენადაქვეითებულთათვის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. 

სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე სმენის სკრინინგის აპარატი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ოთხ კლინიკას ჰქონდა. ის აშშ-ის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია National Center for Hearing Assessment and Management-მა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წელს გადასცა. მოწყობილობები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდა. 

ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროექტის გაფართოების შედეგად, აპარატურით უკვე 14 სხვადასხვა კლინიკა იქნება აღჭურვილი. მოწყობილობების საშუალებით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებაშივე იქნება შესაძლებელი. 2018 წლის ბოლოსთვის, სმენის სკრინინგის მოცვა 100%-იან ნიშნულს მიაღწევს. ამ ცვლილებით, საქართველო მსოფლიოს იმ 15 განვითარებულ ქვეყანას შეუერთდება, სადაც ახალშობილთა სმენის უნივერსალური სკრინინგი ხორციელდება. 

სმენის დარღვევების დროული დიაგნოსტირება ხელს დროულ მკურნალობას უწყობს, რაც საზოგადოებაში სმენადაქვეითებული ბავშვების სრულ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქვეყნის უზენაესი კანონის რეფორმირების ხმაურიანი პროცესი - 26 სექტემბერს პარლამენტში ცვლილებათა პაკეტს კენჭს უყრიან
ქვეყნის უზენაესი კანონის რეფორმირების ხმაურიანი პროცესი - 26 სექტემბერს პარლამენტში ცვლილებათა პაკეტს კენჭს უყრიან
ქვეყნის უზენაესი კანონის რეფორმირების, დაახლოებით ნახევარწლიანი, ხმაურიანი პროცესი, რამდენიმე დღეში დასრულდება. 
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება უფრო სწრაფი, თანამედროვე, საიმედო და ეფექტური მედიასაშუალება
არჩილ თალაკვაძე - საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება უფრო სწრაფი, თანამედროვე, საიმედო და ეფექტური მედიასაშუალება
19 სექტემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესა
წაკითხვა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამშობიარო სახლებს ახალი საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამშობიარო სახლებს ახალი საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი პროდუქტი ახალშობილებისთვის - სამშობიარო სახლები ახალი საიდენტიფიკა
წაკითხვა
ყრუთა და სმენადაქვეითებულთა საფეხბურთო ტურნირი „საბურთალომ“ მოიგო
ყრუთა და სმენადაქვეითებულთა საფეხბურთო ტურნირი „საბურთალომ“ მოიგო
ყრუთა და სმენადაქვეითებულთა ფედერაციის ინიციატივით, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, სოხუმის „
წაკითხვა
დედოფლისწყაროში, ფერმაში ახალშობილის ცხედარი იპოვეს
დედოფლისწყაროში, ფერმაში ახალშობილის ცხედარი იპოვეს
დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მომხდარში ეჭვმიტ
წაკითხვა
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.
წაკითხვა
115 დეპუტატის თანხმობით, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მხარდაჭერილია
115 დეპუტატის თანხმობით, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მხარდაჭერილია
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომას, სადაც მთავარი კანონის პროექტის განხილვა რამდენიმე საათი
წაკითხვა
საკონსტიტუციო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა სახელისუფლებო შტოებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
საკონსტიტუციო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა სახელისუფლებო შტოებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
საკონსტიტუციო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა სახელისუფლებო შტოებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 
წაკითხვა