საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
631

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი - ჩვენ გადავაწყდით ორ საქართველოს - ერთს, რომელსაც მმართველი პარტია ხედავს და მეორეს, რომელიც ყველა დანარჩენმა აღგვიწერა, ვისაც შევხვდით

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-21 15:01:00

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველო მდიდარი დემოკრატიული გამოცდილებით უახლოვდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველებს შეუძლიათ, ბევრი მიღწევით იამაყონ.

ამასთან, მისივე თქმით, წინასაარჩევნო დელეგაცია გადააწყდა ორ საქართველოს - ერთს, რომელსაც მმართველი პარტია ხედავს და მეორეს, რომელიც ყველა დანარჩენმა აღწერა, ვისაც შეხვდნენ.

„ვესაუბრეთ სამთავრობო გუნდს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპკორპუსს და ა.შ. საერთო ჯამში, საქართველო ამ არჩევნებს უახლოვდება მდიდარი დემოკრატიული გამოცდილებით. ქართველებს შეუძლიათ, ბევრი მიღწევით იამაყონ, მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემო და დემოკრატიის მაღალი მხარდაჭერა. 

ქართველები მაღალ სტანდარტებს აწესებენ და ჩვენც ასე დავაწესებთ. ჩვენ გადავაწყდით ორ საქართველოს - ერთს, რომელსაც მმართველი პარტია ხედავს და მეორეს, რომელიც ყველა დანარჩენმა აღგვიწერა, ვისაც ჩვენ შევხვდით. 

„ქართული ოცნების“ საქართველოში ცოტა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, მედია თავისუფალია, „რუსთავი 2“-ია გამონაკლისი; საარჩევნო და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, დავები დროულად განიხილება. რეფორმების განხორციელებას ერთი მიზანი აქვს, რომ დამკვიდრდეს სწორი დემოკრატიული პრაქტიკა. მეორე საქართველო სხვანაირია. არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ახდენს ძალაუფლების კონსოლიდირებას ერთი პარტიის ხელში, არის ზეწოლა დამფინანსებელი წყაროების მოძიებისთვის, არათანაბარი პოლიტიკური გარემო. რეფორმების განხორციელდება ხდება მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე. 

მიუხედავად ამ ვერსიების სიზუსტისა, ან პირიქით ამგვარი განსხვავება არ არის კარგი და საზოგადოების გარიყვას უწყობს ხელს. ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდეს აქცენტის გაკეთება. თუმცა, ამ არჩევნებს ეროვნული მნიშვნელობა აქვს, ეს იქნება ტესტი ზოგიერთი პარტიისთვის, რამდენად შეუძლიათ კონკურენციის გაწევა“, - განაცხადა მან.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში წარადგინა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შე
წაკითხვა
NDI - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
NDI - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შემდგომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა, - ასე აფასებს
წაკითხვა
NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები თბილისში შეხვედრებს მართავენ
NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები თბილისში შეხვედრებს მართავენ
წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ეროვნ
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, მედიათავისუფლების მაღალი ხარისხ
წაკითხვა
ლორა თორნტონი - ძალადობა ნებისმიერი არჩევნების კონტექსტში მიუღებელია
ლორა თორნტონი - ძალადობა ნებისმიერი არჩევნების კონტექსტში მიუღებელია
ძალადობა ნებისმიერი არჩევნების კონტექსტში მიუღებელია, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება შესაბ
წაკითხვა
 NDI-ის წარმომადგენლები, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან
NDI-ის წარმომადგენლები, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი 2
წაკითხვა
საარჩევნო სუბიექტები NDI-ის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას აწვდიან
საარჩევნო სუბიექტები NDI-ის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას აწვდიან
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი
წაკითხვა
NDI-ის წარმომადგენლები „ევროპული საქართველოს“ წევრებს ხვდებიან
NDI-ის წარმომადგენლები „ევროპული საქართველოს“ წევრებს ხვდებიან
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, საბ
წაკითხვა