საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6148

წითელი ჯუჯას მიმართულებიდან მომდინარე უცნაური სიგნალის საიდუმლო ამოხსნილია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-22 18:07:00

მაისში, ასტრონომებმა დააფიქსირეს უცნაური სიგნალი, რომელიც ჩვენგან 11 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის მიმართულებიდან მოდიოდა. როგორც წესი, თუკი რაღაც ოდნავ მიანც უცნაურია და ადვილად ვერ ვუძებნით ახსნას, უმალ ვადგენთ შესაძლო ახსნათა გრძელ სიას, რომელთაგან უმეტესს ვაკავშირებთ არამიწერი ცივილიზაციათა ტექნოლოგიებს. 

რა თქმა უნდა, ასეთი რამ არასოდეს დადასტურებულა და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა — უკვე თითქმის გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ სიგნალები ჩვენ მიერ გაშვებული ერთ-ერთი თანამგზავრიდან მოდის.  

1977 წელს აღმოჩენილ სახელგანთქმულ სიგნალ Wow!-ის პატივსაცემად, პუერტო-რიკოს არესიბოს ობსერვატორიის მიერ აღმოჩენილ ამ სიგნალს Weird! (ზებუნებრივი) უწოდეს. 

ეს სახელი სრულიად შესაფერისია — წითელ ჯუჯა ვარსკვლავ როს 128-ზე ათწუთიანი დაკვირვებისას, ასტრონომებმა უჩვეულო მახასიათებლების მქონე სიგნალი დააფიქსირეს. სიგნალი სიხშირეთა სკალაზე მეორდებოდა, მიდიოდა შენელებისკენ, რაც წითელი ჯუჯასათვის სრულებით არაა დამახასიათებელი. 

სავარაუდო მიზეზთა სია საკმაოდ მოკლე იყო. შესაძლოა სიგნალები გამოწვეული ყოფილიყო ვარსკვლავის აქტივობით, მის წინ ჩამავალი რომელიმე უხილავი სხეულის აქტივობით ანდა დედამიწის მაღალ ორბიტაზე მოძრავი რომელიმე ჩვენი ტექნოლოგიით. 

არ უნდა გამოგვერიცხა ვარსკვლავური აღგზნებები, თუმცა, სიგნალების საკმაოდ დაბალი სიხშირიდან გამომდინარე, ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდო იყო. 

„გარდა ამისა, როს 128-ის ხედვის არეალში ბევრი ობიექტი არაა და ისიც არასოდეს გვინახავს, რომ თანამგზავრები ასეთ სიგნალებს გამოყოფდნენ“, — ამბობდა ასტრობიოლოგი აბელ მენდესი სიგნალების აღმოჩენის შემდეგ. 

შესაძლო არამიწიერი ტექნოლოგიებიდან მომდინარე სიგნალთა შემთხვევაში, არაფრის გამორიცხვა შეიძლებოდა. მანამ, სანამ სერიოზულად დაიწყებდნენ მის გამომწვევ მიზეზად ჩვენივე ტექნოლოგიების განხილვას, წარმოიშვა მრავალი ჰიპოთეზა. 

არ აქვს მნიშვნელობა, უკვე რამდენჯერ გავიტყდა გული, მაგრამ ყოველთვის ზედმეტად გვაჯადოებს იმის შესაძლებლობა, რომ აღმოვაჩენთ არამიწიერ ცივილიზაციას, რასაც ამ დრომდე ჯერ ვერ მივაღწიეთ. 

სამწუხაროდ, ეს იმედი ამ შემთხვევაში სიგნალმა Weird!-მაც გაგვიცრუა. 

„არესიბოს ობსევატორიის, გრინ-ბენკის ტელესკოპისა და SETI-ს ალენის ტელესკოპის დაკვირვებათა ფაქიზი ანალიზის შემდეგ, არამიწირ ცივილიზაციათა ძებნის ინსტიტუტის (SETI) ჯგუფთან ერთად, ახლა უკვე ზუსტად ვიცით სიგნალ Weird!-ის წყარო“, — ამბობს მენდესი. 

„საუკეთესი ახსნის მიხედვით, ამ სიგნალებს გამოყოფს ერთი ან რამდენიმე გეოსტაციონარული თანამგზავრი“. 

ამ თანამგზავრთა მსგავსად, ვარსკვლავი როს 128-ის პოზიცია დედამიწის ეკვატორს უსწორდება. მაღალ ორბიტაზე განლაგებულ ობიექტებს ბევრი დრო ესაჭიროებათ შედარებით დიდი მანძილის დასაფარად, რითაც ქმნის ვარსკვლავის არეალს. 

რჩება კიდევ ერთი ან ორი შეუსაბამობა, რაც კიდევ ქმნის ოდნავ „ზებუნებრიობის“ შთაბეჭდილებას, მაგალითად სიგნალის დამატებითი დისპერსია, მაგრამ მენდესი და მისი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ მათთვის არსებობს პოტენციური, მეცნიერებასთან თავსებადი ახსნები. 

იქიდან გამომდინარე, რომ მედიის მხრიდან ნამდვილი შტრომი წამოვიდა შესაძლო არამიწიერ ახსნასთან დაკავშირებით, მენდესმა შემთხვევით ისარგებლა და საინფორმაციო გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობის მიღება და Weird! სიგნალის შესახებ აზრის დაფიქსირება შეეძლოთ მეცნიერების ენთუზიასტებს. 

გამოკითხვას პასუხი გასცა დაახლოებით 800-მა ადამიანმა, რომელთა უმრავლესობაც ფიქრობდა, რომ სიგნალი სავარაუდოდ გამოწვეული უნდა ყოფილიყო ვარსკვლავის აქტივობით ან სხვა რაიმე ასტრონომიული წყაროთი. მხოლოდ რამდენიმე გამოკითხული ვარაუდობდა რაიმე არანორმალურს, შეცდომას ან დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრს.  

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ დაახლოებით 200 გამოკითხული აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ  სიგნალები არამიწიერ ცივილიზაციას ეკუთვნოდა, დაახლოებით იმდენივე ადამიანი კი ამ აზრს სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. 

მენდესის გამოკითხვა ალბათ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ასტრონომიის სამეცნიერო ფანტასტიკური მხარის სიყვარულ-სიძულვილის ურთიერთობას. 

პროგრამები, როგორებიცაა არამიწირ ცივილიზაციათა ძებნის ინსტიტუტი (SETI), იმავე ტექნოლოგიებს იყენებს, რომლითაც Weird! სიგნალი დააფიქსირეს, მაგრამ მომავალში, მის ხელთ იქნება ბევრად უფრო მძლავრი ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით ადვილად შეეძლება პოტენციურ არამიწიერ ცივილიზაციათა კომუნიკაციების გამოვლენა.  

სულ რამდენიმე თვის წინ, ასტრონომებმა ბოლოსდაბოლოს დაადგინეს 40 წლის წინ დაფიქსირებული სახელგანთქმული სიგნალის — Wow!-ს წყარო. გაირკვა, რომ მას კომეტა გამოყოფდა და არავითარი საერთო არ ჰქონდა უცხოპლანეტელებთან. 

კოსმოსი დიდია და უმცირესია იმის შანსი, რომ რომელიმე აღმოუჩენელი კომეტა ან თანამგზავრი სხვა ჩვენთვის უფრო მეტად საინტერსო ობიექტის გასწვრივ განლაგდეს, თუმცა ხანდახან ასეთებიც ხდება. 



მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დაფიქსირებულია 11 სინათლის წლის მანძილიდან მომდინარე უცნაური სიგნალები
დაფიქსირებულია 11 სინათლის წლის მანძილიდან მომდინარე უცნაური სიგნალები
ასტრონომთა განცხადებით, დაფიქსირებულია უც
წაკითხვა
გიგანტი ვარსკვლავის მტვერში დამალული წითელი ჯუჯა აღმოაჩინეს
გიგანტი ვარსკვლავის მტვერში დამალული წითელი ჯუჯა აღმოაჩინეს
ჩვენს მზეზე 500-ჯერ დიდი ვარსკვლავი CW ლეონისი დედამიწიდან 300 სინათლის წლის მანძილზე, ლომის
წაკითხვა
„Wow!“ სიგნალის 40-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
„Wow!“ სიგნალის 40-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
1977 წელს ადამიანთა სმენას პირველად მისწვ
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
სამყაროში არსებულ აუხსნელ მოვლენებს შორის
წაკითხვა
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალებით მოცუ
წაკითხვა
დაფიქსირებულია ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული ექვსი იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული ექვსი იდუმალი რადიოსიგნალი
ჯერ კიდევ მარტში, მეცნიერებმა რადიოსიგნალ
წაკითხვა
დაფიქსირებულია იდუმალებით მოცული მძლავრი სიგნალი, რომელმაც სამყაროს სტრუქტურის შესახებ მრავალი ცნობა მოიტანა
დაფიქსირებულია იდუმალებით მოცული მძლავრი სიგნალი, რომელმაც სამყაროს სტრუქტურის შესახებ მრავალი ცნობა მოიტანა
მეცნიერებმა დააფიქსირეს ყველაზე ძლიერი, ს
წაკითხვა