საზოგადოებრივი
104.5 FM
549

თამარ ხულორდავა - უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგანგაშო არ არის

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-24 13:59:00

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგანგაშო არ არის. 

საზოგადოებრივთან საუბარში ხულორდავა წარდგენილ სტატისტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ჯერ 100 პროცენტიანი მონაცემები არ არის.

„უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სტატისტიკა საგანგაშო არ არის. როგორც ჩანს, საქართველოდან გასულთა დინამიკა ძალიან გაზრდილია, მაგრამ ასევე დიდია უკან დაბრუნებულთა რიცხვი, რაც ძალიან კარგია და ეს იმაზე მეტყველებს, რომ პრევენციამ და ხელისუფლების მხრიდან აქტივობამ თავისი შედეგი გამოიღო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავიზო რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები დავიცვათ, რადგან ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათი და პრივილეგიაა ამ თავისუფალი სივრცის ნაწილი ვიყოთ და ამ უფლების გამოყენებას საფრთხე არ შეექმნას.

ევროკავშირი ჩვენს მონიტორინგს ყოველწლიურად ჩაატარებს და ამ შედეგებზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან ამისთვის საკმარისი დრო არ გასულა. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ამ რეჟიმის მოთხოვნების დაცვა აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შემდგომში პრობლემა არ შეექმნათ", - აღნიშნა ხულორდავამ.

კანონმდებლის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში მოთხოვნილი თავშესაფრის თაობაზე სტატისტიკა ჯერ არ არის.

„ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან რაიმე საგანგაშო ინფორმაცია არ ვრცელდება. იმედი მაქვს, ეს ასეც დარჩება. შეიძლება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდოს, რაც ჩვეულებრივია და ევროკავშირმაც იცის, რომ სავიზო რეჟიმის პირველ ტალღას ეს ტენდენცია მოჰყვება ხოლმე. მთავარია ეს ტენდენცია არ შენარჩუნდეს და ნორმალურ რეჟიმში ჩავდგეთ. ციფრები რაც გვაქვს, განგაშის საფუძველს არ იძლევა", - განაცხადა ხულორდავამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე სამი ათასი არ დაბრუნებულა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში - რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში - რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში. ა
წაკითხვა
კონტრაბანდული ტვირთები საქართველოში - სტატისტიკა და რეალობა
კონტრაბანდული ტვირთები საქართველოში - სტატისტიკა და რეალობა
რამდენად მაღალია საქართველოში კონტრაბანდული ტვირთების შემოტანის ან ტრანზიტის მაჩვენებელი? ბოლ
წაკითხვა
კრიშტიანუ რონალდუ საშუალო შედეგიანობით მხოლოდ მერვეა ჩემპიონთა ლიგაზე
კრიშტიანუ რონალდუ საშუალო შედეგიანობით მხოლოდ მერვეა ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის წინ, საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა.როგორ
წაკითხვა
იანოშ ჰერმანი - ექვს თვეში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 230-მდე ადამიანს ეთქვა
იანოშ ჰერმანი - ექვს თვეში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 230-მდე ადამიანს ეთქვა
ექვსი თვის განმავლობაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და შენგენის ზონაში შესვლაზე უარი 230-მდე ადამიანს ეთქვა,
წაკითხვა
მძიმე სტატისტიკა - ონკოპაციენტთა სიკვდილიანობის ზრდის მიზეზად დაგვიანებული დიაგნოსტიკა  და დაბალი ცნობიერება სახელდება
მძიმე სტატისტიკა - ონკოპაციენტთა სიკვდილიანობის ზრდის მიზეზად დაგვიანებული დიაგნოსტიკა და დაბალი ცნობიერება სახელდება
გაიზრდა თუ არა ბოლო წლებში სიმსივნის სტატ
წაკითხვა
თამარ ხულორდავა - ვაპირებთ, დავარეგისტრიროთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა ბონუსების აკრძალვისა და ბლოკების დაშვების შესახებ
თამარ ხულორდავა - ვაპირებთ, დავარეგისტრიროთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა ბონუსების აკრძალვისა და ბლოკების დაშვების შესახებ
ჩვენ ვაპირებთ, დავარეგისტრიროთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, რასაც უმოკლეს ვადებში გავივლით, რადგან გუნდში უკვე გვაქვს შეთანხმება ამ თემებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლა
წაკითხვა
შსს-ს მონაცემებით, სექტემბერში ქვეყანაში 763 729 ვიზიტორი შემოვიდა
შსს-ს მონაცემებით, სექტემბერში ქვეყანაში 763 729 ვიზიტორი შემოვიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკ
წაკითხვა
რამდენი მონაა მსოფლიოში - ტრეფიკინგისა და ბავშვთა შრომის სტატისტიკა
რამდენი მონაა მსოფლიოში - ტრეფიკინგისა და ბავშვთა შრომის სტატისტიკა
თანამედროვე მონობის - ტრეფიკინგის მსხვერპლი მსოფლიოში 40 მილიონი ადამიანია, 152 მილიონი ბავშვი კი, მცირე ასაკის მიუხედავად, შრომობს. ამის შ
წაკითხვა