საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2400

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში 150 ათასამდე ადამიანია, რომელსაც ქრონიკული C ჰეპატიტის ინფექცია აქვს

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-24 14:15:00


მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოში ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, გზავნილი, რომ C ჰეპატიტი განკურნებადია, თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიდეს.

„კვირეულის მიზანია, ერთის მხრივ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და მეორეს მხრივ, აქტიურ სკრინინგში მოსახლეობის ფართო მასების ჩართვა. ქვეყანაში 150 ათასამდე ადამიანია, რომელსაც ქრონიკული C ჰეპატიტის ინფექცია აქვს და უმრავლესობამ, დაახლოებით 100 ათასმა, არ იცის ეს, რადგან ეს ე.წ. ჩუმად განვითარებადი დაავადებაა.

ამიტომ, ეს ადამიანები ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრებში უნდა მოვიწვიოთ იმისთვის, რომ თავის სტატუსი გაიგონ. მოსახლეობას საშუალება ეძლევა ქვეყნის მასშტაბით 100 წერტილში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივიდეს. კვირეულის ფარგლებში სკრინინგ ცენტრები გახსნილი იქნება. გასულ კვირას ყველაზე უფრო მოწყვლად ფენას 30-დან 60 წლამდე მამაკაცებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები დავუგზავნეთ. მოსახლეობის მეტი ინფორმირებისთვის ამ შეტყობინებების გაგზავნა პერიოდულად კვლავ გაგრძელდება, რათა მობრძანდნენ და პროაქტიურად ჩავიტაროთ სკრინინგი. ვისაც C ჰეპატიტი აქტიურ ფაზაში ექნება, მკურნალობა უფასოდ, უახლესი გენერაციის ანტი ვირუსული პრეპარატებით ჩაიტაროს, რომლის განკურნების ეფექტი დაახლოებით 98%-ია",- განაცხადა გამყრელიძემ.

მსოფლიოში B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმით 325 მილიონ ადამიანამდეა დაავადებული. 2015 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1,34 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანას მიეკუთვნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით C ჰეპატიტი საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5,4 %-ს, 150 ათასამდე ადამიანს აქვს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70 %-ს სიმპტომები არ უვლინდება და ამის გამო, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღე 28 ივლისს აღინიშნება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა
ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა
ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენ
წაკითხვა
2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება
2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება
2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის &l
წაკითხვა
 ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არის
ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არის
გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არის. ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
წაკითხვა
გრიპის ვირუსის პრევენცია და რეკომენდაციები - ამირან გამყრელიძე „მოამბის
გრიპის ვირუსის პრევენცია და რეკომენდაციები - ამირან გამყრელიძე „მოამბის" კითხვებს პასუხობს
გრიპის ვირუსის პრევენცია და რეკომენდაციები - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირა
წაკითხვა
„ზიკა“ ვირუსის საფრთხე საქართველოში - ამირან გამყრელიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
„ზიკა“ ვირუსის საფრთხე საქართველოში - ამირან გამყრელიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტრმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.
წაკითხვა
კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. 
წაკითხვა
გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
კიდევ ერთი გარდაცვლილი H1N1 ვირუსით: 39 წლის მამაკაცი დღეს დილით ბათუმში დაიღუპა. 
წაკითხვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ტეტანუსის აცრის რეკომენდაცია ეძლევა ყველა იმ პირს, რომელიც სტიქიის ზონებ
წაკითხვა