საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
466

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება გააკეთა

გამოქვეყნებულია 2017-07-24 16:57:00

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანჯელინო ალფანოს საპასუხოდ განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა. 

ამის შესახებ საზოგადოებრივს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ქართველმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე და მოუწოდა ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეს არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლის გასაძლიერებლად.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბოჭორიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

„ქართველმა დიპლომატმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ასევე ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის ახალ ფორმაზე, რაც უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, გალის რაიონის მკვიდრ ქართველ მოსახლეობას დაურიგონ უცხოელებისა და იმიგრანტებისთვის განკუთვნილი ე.წ. „ბინადრობის მოწმობები“ და აღინიშნა, რომ ძირძველი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად გამოცხადება საკუთარ მიწა-წყალზე, მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას ემსახურება.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს 2018 წელს ეუთო-ს იტალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ორგანიზაციის როლის გაძლიერება ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. სხდომას ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლის გარდა ესწრებოდნენ ეუთო-ს ახლადდანიშნული გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი და ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელები“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამიისტროს განცხადებაში.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა
თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთოს შეფასება,
წაკითხვა
ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ დასკვნას ასაჯაროებს
ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ დასკვნას ასაჯაროებს
ეუთოს სადამკვირვებლო მისია წინასწარი დასკვნას ასაჯაროებს. საერთაშორისო ორგანიზაციის 200-მდე წარმომადგენელი როგორც თვითმმართველობის არჩევნებ
წაკითხვა
მცხეთაში ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
მცხეთაში ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
დილის რვა საათიდან მიმდინარეობს საარჩევნო პროცედურები მცხეთაში, სადაც 44 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 
წაკითხვა
მცხეთის მეორე საარჩევნო უბანზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან
მცხეთის მეორე საარჩევნო უბანზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან
მცხეთაში მეორე საარჩევნო უბანზე ეუთო-ს სა
წაკითხვა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირ
წაკითხვა
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები - ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად დიალოგის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები - ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად დიალოგის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვე
წაკითხვა
თინა ბოკუჩავა საქალაქო სასამართლოში ეუთო-ს ODIHR-ის მისიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა
თინა ბოკუჩავა საქალაქო სასამართლოში ეუთო-ს ODIHR-ის მისიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა
თინა ბოკუჩავა საქალაქო სასამართლოში ეუთო-ს
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს
რა საკითხები განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე
წაკითხვა