საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
425

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი საოკუპაციო ზოლთან მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ეკატერინე კოპალიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-25 14:58:00

პრეზიდენტი საოკუპაციო ზოლთან მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვინდა გამოვეხამუროთ საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ წუთებში საოკუპაციო ზონაში სამოქალაქო პატრულირებას აწარმოებენ. პრეზიდენტის აზრით, დღეს საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ. ეს სულისკვეთება საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. ამასთანავე, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს.

მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში კვლავ გააქტიურდა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტები; აღიმართა ე.წ. ბანერები; ორიოდე დღის წინ ოკუპანტებმა მორიგი ხნული გაავლეს სოფელ ყარაფილასთან და ეს ყოველივე ხდება რუსეთის სამხედრო წვრთნების ფონზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს“, - განაცხადა მიშველაძემ.

მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი, კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ვითარებას და წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედ სახელმწიფოთა ურთიერთობების ყოველგვარი ცივილური პრინციპების უგულვებელყოფას. 

„ეს ყოველივე მიუთითებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია, კვალავაც არ არის საკმარისი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება მნიშვნელოვანია.

ამ ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. მოგეხსენებათ, დღეს ასევე კენჭი ეყრება კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთისადმი, მათ შორის საქართველოში განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო. პრეზიდენტი მიესალმება ამ ინიციატივებს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

საქართველოს პრეზიდენტი და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მრავალეროვან წვრთნებს – „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელიც საქართველოში 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. წელს წვრთნებში NATO-ს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იღებენ მონაწილეობას, რომელთა შორისაა საქართველო. ეს წვრთნები მიზნად ისახავს პარტნიორებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას. ასეთი მასშტაბური წვრთნების საქართველოში ჩატარება და მასში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას NATO-სთან, ასევე ქმნის საფუძველს ჩვენი ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისთვის“ - აცხადებს პრეზიდენტის პრესსპიკერი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
არველაძეების ფონდი საოკუპაციო ზოლთან საფეხბურთო პროექტს კიდევ ერთი წლით აგრძელებს
არველაძეების ფონდი საოკუპაციო ზოლთან საფეხბურთო პროექტს კიდევ ერთი წლით აგრძელებს
შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლისა და მის ახლომდებარე 15 სოფელში (დიცი, ნიქოზი, კარალეთი, რუისი,
წაკითხვა
ეკა მიშველაძე - ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი იყოს მაღალკვალიფიციური კანდიდატები
ეკა მიშველაძე - ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი იყოს მაღალკვალიფიციური კანდიდატები
სამწუხაროა, რომ სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესი სამოქალაქო საზოგადოების ასევე ადვ
წაკითხვა
სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მიულოცა
სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მიულოცა
საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი
წაკითხვა
სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიან სამოქალაქო პატრულირებას 25 ივლისიდან დაიწყებს
სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიან სამოქალაქო პატრულირებას 25 ივლისიდან დაიწყებს
კასპის რაიონის სოფელ
წაკითხვა
„სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრია“ -  ახალი ბანერი ბერშუეთში გამართული აქციის მონაწილეებმა დატოვეს
„სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრია“ - ახალი ბანერი ბერშუეთში გამართული აქციის მონაწილეებმა დატოვეს
ახალი ბანერი შიდა ქართლში ამჯერად ოკუპაციის გასაპროტესტებლად დამონტაჟდა.
წაკითხვა
აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს - საოკუპაციო ზოლთან იან კელი ჩავიდა
აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს - საოკუპაციო ზოლთან იან კელი ჩავიდა
ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - საოკუპაციო ზოლთან ამერიკის ელჩი ჩავიდა. მანამდე კი მცოცავი ოკუპაცია საქართველოს მოქ
წაკითხვა
ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტებისა და სამოქალაქო პირების მშვიდობიანი აქცია დასრულდა
ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტებისა და სამოქალაქო პირების მშვიდობიანი აქცია დასრულდა
„სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრია“ - ამ წარწერით მწვანე ბანერი საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს დატოვეს ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარ
წაკითხვა
ჯეიმს აპატურაი საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე - ნატო გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, ევროკავშირი შეასრულებს მის როლს
ჯეიმს აპატურაი საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე - ნატო გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, ევროკავშირი შეასრულებს მის როლს
მე მივიღე სამეკავშირეო ოფისიდან ბოლო ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ეს ინფორმაცია და რაც ხდება, შემაშფოთებელია, - ამის შესა
წაკითხვა