საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5377

2018 წლიდან, ადამიანებში I ტიპის დიაბეტის ვაქცინის ცდები დაიწყება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-25 20:41:00

პროტოტიპური ვაქცინა, რომელიც ათწლეულები მზადდებოდა და რომელმაც შესაძლოა ბავშვები I ტიპის დიაბეტისგან დაიცვას, უკვე მზადაა, რომ 2018 წლიდან კლინიკური კვლევები დაიწყოს. 

ეს არ არის განკურნება, არც დაავადებას აღმოფხვრა, მაგრამ ვაქცინა გამოიმუშავებს იმუნიტეტს იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც ორგანიზმის დამცავ სისტემას საკუთარ თავზე თავდასხმას აიძულებს, რაც პოტენციურად შეამცირებს დიაბეტის ახალ შემთხვევებს. 

ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტის მიერ წარმართული 20-წლიანი კვლევის პროცესში უკვე გამოვლინდა სერიოზული მტკიცებულებები, რომ ვირუსის ერთ-ერთი  ტიპი, coxsackievirus B1 დაკავშირებულია ავტოიმუნურ რეაქციებთან, რაც ორგანიზმს საკუთარი პანკრეასის უჯრედების განადგურებას აიძულებს. 

დიაბეტის I ტიპის ფორმა არ უნდა აგვერიოს უფრო ფართოდ გავრცელებულ II ტიპთან, რომელიც ინდივიდებს განსაკუთრებულ ზიანს ცხოვრების ბოლო წლებში აყენებს — ამცირებს ინსულინის წარმოქმნის დონეს; ინსულინს უჯრედები სისხლიდან შაქრის შთანთქმისათვის იყენებს.  

ინსულინის ასეთი დაკარგვის შედეგად, პანკრეასის ქსოვილს, ე. წ. ბეტა უჯრედებს ორგანიზმის იმუნური სისტემა ანადგურებს; ხშირად ეს ყველაფერი ცხოვრების პირველივე წლებში ხდება. 

გარკვეულწილად საიდუმლოებითაა მოცული, თუ რატომ აღიქვამს ორგანიზმი ბეტა უჯრედებს უცხო სხეულებად, თუმცა შესაძლოა შესაძლოა გენეტიკური კავშირი არსებობდეს ადამიანის ლეიკოციტების მარკერების წარმოქმნის ვარიაციებთან, რომლებიც უჯრედების „ID ტეგებივით“ მოქმედებს. 

ეჭვგარეშეა, რომ ეს კომპლექსურია და ამ პროცესების გამოწვევის მრავალი გზა არსებობს. ტამპერეს უნივერსიტეტის ვირუსოლოგის, ჰეიკი ჰიოტის მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი მაგალითია ენტეროვირუსის გარკვეული ტიპის ინფექცია. 

ენტეროვირუსთან მუშაობა საკმაოდ რთულია. შესაძლოა ძალიან კარგად იცნობდეთ პოლიომიელიტის ვირუსს, მაგრამ ენტეროვირუსს ასევე შეუძლია გამოიწვიოს ხელის, ფეხისა და პირის ღრუს დაავადებები, მენინგიტები და მიოკარდიტები. გამოითქვა გარკვეული ეჭვი ამ ჯგუფის პათოგენებსა და დიაბეტს შორის წლების მანძილზე კავშირის შესახებ, მაგრამ პირველადი ეჭვების დასამტკიცებლად, დროა საჭირო. 

2014 წელს, ჰიოტიმ და მისმა ჯგუფმა რამდენიმე კვლევა ჩაატარეს I ტიპის დიაბეტით დაავადებულ ბავშვზე, რათა ეჩვენებინათ, რომ coxsackieviruse-ის B ჯგუფის 6 ვირუსიდან სულ მცირე ერთი, დაკავშირებული იყო ამ პირობასთან. 

ენტეროვირუსები გასაოცრად გავრცელებულია ახალშობილებში; აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 2007 წელს, ენტეროვირუსის ინფექციის 444 შემთხვევიდან, დაახლოებით მეოთხედი coxsackievirus B1-ით (CVB1) იყო გამოწვეული. 

ზოგიერთი ამ ბავშვისათვის, ის შესაძლოა მთელი სიცოცხლის მანძილზე განუკურნებელი დაავადების დასაწყისიც ყოფილიყო. 

„შეგროვილი მონაცემებიდან შეგვიძლია შევაფასოთ, რომ CVB1-ით ინფიცირებულ ბავშვთა 5-ზე ნაკლებს 1 ტიპის დიაბეტი უვითარდება“, — წერენ მკვლევრები 2014 წლის კვლევაში. 

შესაძლოა ეს ოდენობა სულაც არ ჩანდეს ბევრი, მაგრამ I ტიპის დიაბეტი მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ასობით ბავშვს უვითარდება. თუკი ბეტა უჯრედების ავტოიმუნიტეტში წვლილი CVB ჯგუფის სხვა წევრებსაც შეაქვს, რაც მათ კარგად შეუძლიათ — რაოდენობა უფრო დიდ ნიშნულს აღწევს. 

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ახლად შემუშავებულმა ვაქცინამ შესაძლოა მთელი ეს უბედურება შეაჩეროს. 

„ამ დროისთვის უკვე ვიცით, რომ ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხოა თაგვებისთვის“, — ამბობს ჰიოტი. 

„განვითარების პროცესი მნიშვნელოვან ნახტომს განიცდის შემდეგი ფაზისკენ, როცა ვაქცინას უკვე ადამიანებში გამოვცდით“. 

კლინიკამდელი კვლევები რა თქმა უნდა, მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. შემდეგ ფაზაში მოხდება ზრდასრულ ადამიანთა ჯანმრთელობის შემოწმება, რათა გამოირიცხოს ყველანაირი გართულება. 

ბონუსის სახით, ვაქცინამ შესაძლოა შეამციროს სხვა ენტეროვირუსული ინფექციებიც. 

„დამატებით, ვაქცინა პაციენტებს ასევე დაიცავს ისეთი ენტეროვირუსისგან გამოწვეულ ინფექციებისაგან, როგორებიცაა საერთო გაციება, მიოკარდიტები, მენინგიტები და ყურის ინფექციები“, — ამბობს ჰიოტი. 

შემდეგი რვა წელიწადია საჭირო იმისათვის, რათა ვიხილოთ არის თუ არა ეს ვაქცინა გამოსადეგი იმისათვის, რისთვისაც შეიქმნა, შესაბამისად, რაღაც რევოლუციურს ძალიან მალე არ უნდა ველოდოთ. 

ამასობაში, I ტიპის დიაბეტის მკურნალობისა და პრევენციის გზებზე მუშაობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა Juvenile Diabetes Research Foundation (JDRF); ისინი მუშაობენ ტექნოლოგიებზე, რომელიც გაიმეორებს პანკრეასის ფუნქციებს ან განსაზღვრავს ინსულინის მწარმოებელი უჯრედების აღდგენის გზებს. 

წლის დასაწყისში, მკვლევრებმა პანკრეასში აღმოაჩინეს განუვითარებელი უჯრედი, რომელსაც აქვს პოტენციალი, შეითავსოს განადგურებული სრულყოფილი უჯრედის ფუნქციები. 

1 ტიპის დიაბეტით მთელ მსოფლიოში 20-40 მილიონი ადამიანია დაავადებული; მსგავსი ვაქცინები ამ დაავადების დასასრულს არ წარმოადგენს, მაგრამ თუკი ის ეფექტიანი აღმოჩნდა, ნამდვილად იქნება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. 

კვლევა ჟურნალ Vaccine-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია uta.fi-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში, დილის ლოცვის დროს გონება დაკარგა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში, დილის ლოცვის დროს გონება დაკარგა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში, დილის ლოცვის დროს, გონება დაკარგა. 
წაკითხვა
დღეს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება
დღეს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება
დღეს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, ჟვანიას პედიატრიულ კლინიკაში დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება
წაკითხვა
ყოველი მე-11 ადამიანი დიაბეტითაა დაავადებული, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ყოველი მე-11 ადამიანი დიაბეტითაა დაავადებული, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
მსოფლიოში ყოველი მე-11 ადამიანი დიაბეტითაა დაავადებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი. 
წაკითხვა
დიაბეტით დაავადებული 50 მოზარდი თელავში დაისვენებს
დიაბეტით დაავადებული 50 მოზარდი თელავში დაისვენებს
დიაბეტით დაავადებული 50 მოზარდი თელავში დაისვენებს. ბავშვები ერთი კვირის განმავლობაში სპეციალური პროგრამით იცხოვრებენ. 
წაკითხვა
ევროპაში დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის კონფერენცია თბილისში
ევროპაში დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის კონფერენცია თბილისში
საქართველო პირველად მასპინძლობს ევროპაში დიაბეტის შემსწავლელ ასოციაციას. 
წაკითხვა
დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისში
დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისში
თბილისში დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. მასში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. &
წაკითხვა
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა საქართველოში ახალი ტექნოლოგიით არის შესაძლებელი
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა საქართველოში ახალი ტექნოლოგიით არის შესაძლებელი
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა საქართველოში ახალი ტექნოლოგიით არის შესაძლებელი. დღეს თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
წაკითხვა
დიაბეტის მსოფლიო დღე მედიკოსებმა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს
დიაბეტის მსოფლიო დღე მედიკოსებმა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს
დიაბეტის საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე საუბარი იყო დიაბეტით დაავადებულების მდგომარეობის გაუმჯობესების გზებსა და საშუალებებზე. შეხვედრა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
წაკითხვა