საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
647

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვა

სანდრო ჯუფალაკიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-26 12:06:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 26 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან, რომელთა მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. 

მათივე ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილება 7.1% იყო, საიდანაც თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის წვლილი 2.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებლის აღნიშნული ზრდა დროებითია; პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და, ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო სექტორის გაუმჯობესება, რაც აისახება როგორც საქონლისა და მომსახურების (ტურიზმი) ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების მაღალი ტემპით ზრდაში. საგარეო შემოდინებების მატებასთან ერთად იზრდება მოხმარებაც, რაც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად აღნიშნულისა, შიდა მოთხოვნა და მთლიანად ეკონომიკური აქტივობა ჯერჯერობით პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის. 

ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია, რაც შესაბამისობაშია არსებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან. საკრედიტო პორტფელის ზრდა ძირითადად ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე მოდის, რაც პოლიტიკის განაკვეთის ზომიერი ცვლილებით ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დაახლოების საშუალებას იძლევა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 6 სექტემბერს გაიმართება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთო
წაკითხვა
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინ
წაკითხვა
ლარში გაცემული სესხების მოცულობა 4.7%-ით გაიზარდა
ლარში გაცემული სესხების მოცულობა 4.7%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციას აქვ
წაკითხვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
როგორი იქნება რეფინანსირების ახალი განაკვეთი, ამის შესახებ ეროვნულ ბანკში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. 
წაკითხვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პო
წაკითხვა
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. 
წაკითხვა
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხების შესახებ - ეროვნულმა ბანკმა საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მოამზადა
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხების შესახებ - ეროვნულმა ბანკმა საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მოამზადა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, „ევროპული ფ
წაკითხვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ აფრთხილებს [ვიდეო]
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ აფრთხილებს [ვიდეო]
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარუდგინა. ვიდეორგოლის მიზანი საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულ
წაკითხვა