საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
688

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ინდური ფილმის გადაღება მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია 2017-07-26 12:29:00

კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, რიგით მეშვიდე პროექტი განხორციელდება. 

კომედიური ჟანრის ინდური ფილმის „SONU KE TITU KI SWEETY” გადაღებები თბილისის მასშტაბით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 25 ივლისს ფილმის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება ძველი თბილისის ქუჩებში გაიმართა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპის „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია ესწრებოდა. მისი განცხადებით, „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, რომლის ბიუჯეტიც 800 000 ლარს აღემატება, 150-მდე ადგილობრივი დასაქმდება. 

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს რიგით მეშვიდე საერთაშორისო კინოპროექტის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 2016 წელს დაიწყო, არსებული სტატისტიკა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ზუსტად არის მორგებული იმ საჭიროებას, რომლითაც საქართველო ახდენს საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებას, როგორც მიმზიდველი კინოლოკაცია. წინამორბედი 6 პროექტის ფარგლებში ქართულ რეალობაში განხორციელდა 9 მილიონ ლარამდე მოცულობის ინვესტიცია და შეიქმნა 700-მდე ახალი სამუშაო ადგილი.“ - აღნიშნა ოთარ ანთიამ. 


მოცემული ეტაპისთვის, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“, რომელსაც სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს 7 პროექტს, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 6 ფილმზე, ხოლო 1 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს. „სარკე სტუდიამ“ დაიწყო თანამშრომლობა ერთ-ერთ დიდ ინდურ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ბოლივუდური მასშტაბური ფილმის გადასაღებად. 


პროექტში ქართული მხრიდან 100 მეტი ადამიანია დასაქმებული ყოველდღიურად. დღეს მეოთხე გადასაღები დღეა. ტექნიკურად ძალიან გამართული ჯგუფია, თვითონაც მომზადებულები ჩამოვიდნენ და ჩვენი მხრიდანაც პროფესიონალები დახვდნენ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ძალიან კმაყოფილები არიან და კიდევ გეგმავენ ჩვენთან თანამშრომლობას.” - აღნიშნა პროდიუსერმა აკო მაჭავარიანმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანიებთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში ფილმების გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, პროგრამისა და ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისა და საქართველოს პოტენციალის წარმოჩენის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რეჟისორ უტა ბერიას მხატვრული ფილმის “უარყოფითი რიცხვების“ გადაღება მიმდინარეობს
რეჟისორ უტა ბერიას მხატვრული ფილმის “უარყოფითი რიცხვების“ გადაღება მიმდინარეობს
რეჟისორ უტა ბერიას მხატვრული ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ გადაღება მიმდინარეობს. 
წაკითხვა
გიორგი ოვაშვილის ფილმს “ხიბულა“ 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ
გიორგი ოვაშვილის ფილმს “ხიბულა“ 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ
23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გიორგი ოვაშვილის ფილმი "ხიბულა" იქნება წარმ
წაკითხვა
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
სან პაულოს
წაკითხვა
ქართული ფილმი “8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია
ქართული ფილმი “8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია
ქართული ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივა
წაკითხვა
მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ ამერიკაში კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა
მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ ამერიკაში კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა
მარიამ ხაჭვანის ფილმმა „დედე“ ამერიკაში Annual Fort Lauderdale International Film Festival-ზე კიდევ ერთი პრიზი მოიპოვა.
წაკითხვა
ქართულ კინოგაქირავებაში ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ გამოვა
ქართულ კინოგაქირავებაში ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ გამოვა
ქართულ კინოგაქირავებაში სულ მალე „ოსკარის“ ნომინანტის, ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ გამოვა. 
წაკითხვა
საქართველოს ჰოლივუდის პროდიუსერები და ლოკაციის მენეჯერები სტუმრობენ
საქართველოს ჰოლივუდის პროდიუსერები და ლოკაციის მენეჯერები სტუმრობენ
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებშ
წაკითხვა
„შინდისი“ - ახალი ქართული ფილმის  გადაღებები გრძელდება
„შინდისი“ - ახალი ქართული ფილმის გადაღებები გრძელდება
ახალი ქართული ფილმის „შინდისი“ გადაღებები გრძელდება. ფილმის მთავარი, საბრძოლო სცენებისთვის გადასაღები მოედანი სოფელ ორთაშენშია მოწყობილი. &
წაკითხვა