საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
705

გიორგი ლომია - ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელს შევიტან

სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-26 15:13:00

დღეს ყველა სხვის ხარჯზე საკუთარი თავის პიარით არის დაკავებული, - ასე უპასუხა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამ პარტიის ყოფილი წევრის ირაკლი ლატარიას ბრალდებას, წამებასა და გატაცებასთან დაკავშირებით. 

როგორც ლომია აცხადებს, ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელს შეიტანს. 

"როდესაც ასეთ ბრალდებას დებ, მოტივი ხომ უნდა არსებობდეს. როდესაც ამბობ, რომ გაგიტაცეს, გაწამეს, იმასაც ხომ უნდა ამბობდე, რას გთხოვდნენ. ვგავარ ისეთ ადამიანს, რომელიც გაიტაცებს, აწამებს, არაფერს სთხოვს და უბრალოდ ტკბება ამ პროცესით", - განაცხადა დეპუტატმა. 

კითხვაზე, იცნობს თუ არა ირაკლი ლატარიას ამბობს, რომ ის პარტიაში მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ პარტიიდან 14-კაციან ჯგუფთან ერთად ლატარია მან გაათავისუფლა.

"ჩემი მიყვანილი არ არის პარტიაში, სანამ ჩვენ პარლამენტში მოვხვდებოდით, ვხელმძღვანელობდი უსაფრთხოების ნაწილს, ის პარტიაში მოვიდა 2015 წელს და ჩავაბარეთ ანალიტიკური სამსახური. დამთავრდა მისი პროექტი, შეწყდა კონტრაქტი, ჩვენ დავემშვიდობეთ მასაც და მის ჯგუფსაც. დამეკისრა, რომ მე გამეთავისუფლებინა სამსახურიდან. შესაბამისად უთანხმოება იყო, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან გატაცების მიზეზი ვერ იქნებოდა", - განაცხადა ლომიამ. 

კითხვაზე, ხომ არ არის პროცესი მართული, ლომია აცხადებს, რომ აქვს გარკვეული ეჭვები, რომ ეს მართული პროცესია. 

ირაკლი ლატარიამ, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი გიორგი ლომია, ცემასა და წამებაში დაადანაშაულა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები 3-4 ოქტომბერს მოსკოვში რუს დეპუტატებს შეხვდებიან
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები 3-4 ოქტომბერს მოსკოვში რუს დეპუტატებს შეხვდებიან
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები 3 და 4 ოქტომ
წაკითხვა
გიორგი ლომია - არადეკლარირებულ ქონებას არ ვფლობ 
გიორგი ლომია - არადეკლარირებულ ქონებას არ ვფლობ 
დეპუტატი, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი ლომია აცხადებს, რომ კომპანია "ქლაბ
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი ირაკლი ლატარია დეპუტატ  გიორგი ლომიას ცემასა და წამებაში ადანაშაულებს
„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი ირაკლი ლატარია დეპუტატ გიორგი ლომიას ცემასა და წამებაში ადანაშაულებს
„პატრიოტთა ალიანსის“ ანალიტიკური სამსახურ
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსმა“ 3 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
„პატრიოტთა ალიანსმა“ 3 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
„პატრიოტთა ალიანსმა“ 3 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ბესო ლაგვილავა ხობის 64-ე ოლქში, კობა ფარცვანია - წალენჯიხაში, ხოლო 
წაკითხვა