საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
732

30 699 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ

გამოქვეყნებულია 2017-07-26 14:56:00

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1130-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1,236.6 მილიონიდან 1,355.0 მილიონ ლარამდე.

30 699 ხელშეკრულებიდან 15 267 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი, 188,9 მილიონი ლარი.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 10707 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,9%-ში. მთლიანი პორტფელი კი 440,6 მილიონი ლარია.

2918 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 689,36 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 132,4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 557 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.9%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი.

ასევე გაცემულია 1534 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 32,3 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ივლისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 17,5%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.


ავტორი: ზაალ ჩხეიძე

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
როგორი იქნება რეფინანსირების ახალი განაკვეთი, ამის შესახებ ეროვნულ ბანკში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. 
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. ის ისევ 6,5 პროცენტია. 
წაკითხვა
ლარის გაუფასურების მიზეზებსა და გამოსავალზე ექსპერტები საუბრობენ
ლარის გაუფასურების მიზეზებსა და გამოსავალზე ექსპერტები საუბრობენ
ლარის გაუფასურების მიზეზებსა და გამოსავალზე ექსპერტები საუბრობენ. და
წაკითხვა
"ლეიბორისტულმა პარტიამ" "თი-ბი-სი ბანკის" წინ საპროტესტო აქცია გამართა
"ლეიბორისტულმა პარტიამ" "თი-ბი-სი ბანკის" წინ საპროტესტო აქცია გამართა. გიორგი გუგავას თქმით, აქციის მონაწილეებმა რეფინ
წაკითხვა
გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები
გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები
გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, ცნობილი დღეს გახდება. საკითხზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ს
წაკითხვა
შეხვედრა ეროვნულ ბანკში - რა ბედი ელით სასესხო ვალდებულების მქონე მოქალაქეებს
შეხვედრა ეროვნულ ბანკში - რა ბედი ელით სასესხო ვალდებულების მქონე მოქალაქეებს
ლარის კურსის ვარდნა მოქალაქეებზე გაცემულ კრედიტებზეც აისახა. ეროვნულ ბანკში მიმდინარე შეხვედრა, რომელსა
წაკითხვა