საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
600

ლორა თორნტონი - პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებამდე გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე უნდა იმუშაონ

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-27 11:56:00

პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებამდე გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე უნდა იმუშაონ, რადგან ეს მაჩვენებელი 62%-ია, -  განაცხადა საქართველოში NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა. მისივე თქმით, პირველ რიგში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეა აღსანიშნავი. 

„მოსახლეობის 70%-ზე მეტი ამბობდა, რომ ამ ამბის შესახებ სმენია და უმეტესობა ფიქრობს, რომ მომხდარზე სხვადასხვა მიზეზების გამო, პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს. ძალიან ცოტა, 14% ფიქრობს, რომ მომხდარზე პასუხისმგელობა ხელისუფლებას არ ეკისრება. კვლავაც დიდია გადაუწყვეტელ ამომრჩევლთა რაოდენობა. მოსახლეობის 62% გვეუბნება,  ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი არ აქვთ, ხმას ვის მისცემდნენ და რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ განსაკუთრებულად მყარი პოზიცია არ აქვთ. „ქართულ ოცნებას“ ხმას 22% მისცემდა, ყველა სხვა დანარჩენი პარტიისადმი ხმის მიცემის მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია“,- აცხადებს თორნტონი.

როგორც NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იმუშაონ და ეცადონ მათი გული მოიგონ.

„რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, ამ ეტაპზე მონაცემები ძალიან ახლო ახლოს დგას. კახა კალაძეს თბილისის მოსახლეობის 30%-ი მისცემდა ხმას, ალეკო ელისაშვილისა და ზაალ უდუმაშვილის მონაცემები ფაქტობრივდ იდენტურია 19 და 18 %. რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად ყველაზე პოპულარულ საშუალებად კვლავაც ტელევიზია რჩება. ყველაზე პოპლარულები კი "რუსთავი 2" და "იმედია",- აღნიშნა თორნტონმა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შე
წაკითხვა
NDI - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
NDI - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა
არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შემდგომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა, - ასე აფასებს
წაკითხვა
NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები თბილისში შეხვედრებს მართავენ
NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები თბილისში შეხვედრებს მართავენ
წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ეროვნ
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, მედიათავისუფლების მაღალი ხარისხ
წაკითხვა
ლორა თორნტონი - ძალადობა ნებისმიერი არჩევნების კონტექსტში მიუღებელია
ლორა თორნტონი - ძალადობა ნებისმიერი არჩევნების კონტექსტში მიუღებელია
ძალადობა ნებისმიერი არჩევნების კონტექსტში მიუღებელია, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება შესაბ
წაკითხვა
 NDI-ის წარმომადგენლები, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან
NDI-ის წარმომადგენლები, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი 2
წაკითხვა
საარჩევნო სუბიექტები NDI-ის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას აწვდიან
საარჩევნო სუბიექტები NDI-ის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციას აწვდიან
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი
წაკითხვა
NDI-ის წარმომადგენლები „ევროპული საქართველოს“ წევრებს ხვდებიან
NDI-ის წარმომადგენლები „ევროპული საქართველოს“ წევრებს ხვდებიან
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, საბ
წაკითხვა