საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2551

საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან 80%-მა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა

ეთა მამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-27 17:02:00
დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი 56%-მა აჩვენა, საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან კი 80%-მა, - აღნიშნული მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროში, პროფესიული განვითარების საბჭოს რიგით მე-7 სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. 

სხდომაზე რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების შედეგების შედარებითი ანალიზის საკითხებზე იმსჯელეს.

2014 წლიდან საქართველოში დიპლომისშემდგომი მზადება ახალი, შინაარსობრივად და ხანგრძლივობით (3-6 წელი) ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირებული სარეზიდენტო პროგრამებით მიმდინარეობს. მანამდე ძალაში დსთ-ის ქვეყნებში დასრულებული ორწლიანი დიპლომისშემდგომი მზადების - კლინიკური ორდინატურის ფორმატის აღიარება რჩებოდა, რაც სასერტიფიკაციო გამოცდაზე უპირობო დაშვების საფუძველს წარმოადგენდა და არ ითვალისწინებდა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული ფორმატის აღიარება არათანაბარ პირობებში აყენებდა ადგილობრივ რეზიდენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, წარმატებით ჩააბარონ დიპლომისშემდგომი გამოცდა, არჩეული სპეციალობით კვოტაში მოსახვედრად მიიღონ მაღალი შეფასება და საკონკურსო ეტაპის გადალახვის შემდეგ, გაიარონ 1-3 წლით უფრო ხანგრძლივი პროგრამები; ამასთან, პრაქტიკულად არ არსებობდა კლინიკური ორდინატორების მზადების პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა. 

დარგობრივ ასოციაციებთან, ექსპერტებთან და სარეზიდენტო პროგრამების ავტორებთან ერთად, განისაზღვრა რეზიდენტურისა და კლინიკური ორდინატურის შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. 

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ორდინატურადამთავრებულებისთვის ​შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს. დიპლომისშემდგომი გამოცდის ჩაბარების პირობად რჩება საგამოცდო ბარიერის გადალახვა (151 ქულა 200-დან). ასევე, გადამზადების კურსის ხანგრძლივობა სპეციალობათა უმეტეს ნაწილში არ ითვალისწინებს სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობის სრულად შევსებას; ამასთან, იგეგმება ინსტიტუციური რესურსის გამონახვა, არსებული კვოტების ფარგლებს გარეთ, მათი გადამზადებისათვის.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა
პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა
საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებმა მსოფლიო პროფესიული უნარების შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. საერთაშორისო კონკურსში 77 ქვეყნის
წაკითხვა
პროფესიული კოლეჯების სტუდენტები აბუ-დაბიში  გაემგზავრნენ
პროფესიული კოლეჯების სტუდენტები აბუ-დაბიში გაემგზავრნენ
პროფესიული კოლეჯების სტუდენტები აბუ-დაბიში  გაემგზავრნენ. 14 ოქტომბრ
წაკითხვა
სამთავრობო კომისია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებაზე მსჯელობს
სამთავრობო კომისია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებაზე მსჯელობს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია, რიგით მე-17 სხდომას მართავს.
წაკითხვა
ილიას უნივერსიტეტის რექტორი - ლექტორებთან შესაძლოა გაგრძელდეს თანამშრომლობა, თუ ისინი უნივერისტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებენ
ილიას უნივერსიტეტის რექტორი - ლექტორებთან შესაძლოა გაგრძელდეს თანამშრომლობა, თუ ისინი უნივერისტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებენ
ყოფილი ლექტორები თუ უნივერისტეტის მიერ გა
წაკითხვა
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტების თქმით, რექტორი გიგა ზედანია მათ მოთხოვნებს არ იზიარებს
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტების თქმით, რექტორი გიგა ზედანია მათ მოთხოვნებს არ იზიარებს
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებსა და რექტორს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
წაკითხვა
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ
„ძალა სტუდენტებშია“ -  ამ სლოგანით ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ.
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე გამორჩეული ადამიანების მიღწევების ხარჯზე შეიძლება
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე გამორჩეული ადამიანების მიღწევების ხარჯზე შეიძლება
არასდროს შეგეშინდეთ, იყოთ აბსოლუტურად გან
წაკითხვა
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე - შეხვედრა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე - შეხვედრა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან
16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ქობულ
წაკითხვა