საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1082

"ლიბორი" უნდა გაუქმდეს

ნინო ფაცურია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-27 17:19:00


ლონდონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი "ლიბორი", რომელიც საშუალოდ 350 ტრილიონი დოლარის მოცულობის ფინანსურ პროდუქტზე გამოიყენება და რომელიც საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე სასესხო განაკვეთებს განაპირობებს, 2021 წლისთვის უნდა გაუქმდეს და უფრო სანდო სისტემით შეიცვალოს.

ამ გადაწყვეტილებამდე დიდი ბრიტანეთის საბანკო სექტორი და მარეგულირებელი ორგანო ერთად მივიდნენ, რადგან "ლიბორის" სახელი ხშირი მანიპულირების გამო უკვე სკანდალთან და სიყალბესთან ასოცირდება.

როგორც დიდი ბრიტანეთის ფინანსური სექტორის ქცევის მარეგულირებელი ორგანოს „ფინანსური ქცევის სამსახურის“ უფროსმა ენდრიუ ბეილმა დღეს განაცხადა, "ლიბორის" განაკვეთი არ არის მდგრადი, რადგან "ლიბორზე" მიბმული ტრანზაქციების ფინანსური მონაცემების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ იძლევა.

"ლიბორის" განაკვეთს ლონდონში მოქმედი 20 წამყვანი ბანკი ყოველ დილით ადგენს. ეს არის საშუალო განაკვეთი, რომლითაც ბანკები ერთმანეთისგან დაუზღვეველ სესხს ხუთ სხვადასხვა ვალუტაში იღებენ, და რომელიც შემდეგ უშუალოდ თითოეული ბანკის საპროცენტო განაკვეთს ედება საფუძვლად.

"ლიბორით" მანიპულირების გამო, საფინანსო ბაზრის ტრეიდერები საერთო ჯამში 9 მილიარდი დოლარით დაჯარიმდნენ და რამდენიმე ბანკირი დააპატიმრეს კიდეც.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა