საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
533

მთავრობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორ ახალ კანდიდატურას 31 აგვისტომდე წარუდგენს

ეკატერინე კოპალიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-28 11:43:00

საქართველოს მთავრობა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, 31 აგვისტომდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ორ ახალ კანდიდატურას წარუდგენს. ამის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაშია საუბარი. 

დადგენილების თანახმად, ასევე დამტკიცდა კანდიდატურების შერჩევის წესი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატები 35-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები უნდა იყვნენ. როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ შერჩევის წესშია მითითებული, კანდიდატს მოეთხოვება 

ა) სრულყოფილად ფლობდეს სახელმწიფო ენას;

ბ) კარგად ფლობდეს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული; ცოდნის მინიმუმ B1 დონე ევროპული სტანდარტით);

გ) სრულყოფილად ფლობდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) სრულყოფილად ფლობდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას;

ე) აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან იყოს აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე;

ვ) ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

ზ) ჰქონდეს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.

ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის ფლობა მოცემული კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურას სპეციალურად შექმნილი სამთავრობო კომისია ჩაატარებს და მთავრობას 5 კანდიდატს წარუდგენს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენად, მთავრობა შეარჩევს 5-დან 2 კანდიდატს,რომელთაგან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის, ან ორივე უნდა იყოს ქალი. 

თუ მთავრობა არ მოიწონებს არცერთ კანდიდატს, კომისია შერჩევის პროცესს ხელახლა დაიწყებს,პროცედურა განმეორებით იწყება 1 კანდიდატის მოწონების შემთხვევაშიც,მეორის გამოვლენამდე. 

დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის ორ ახალ კანდიდატურას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარუდგენს არა უგვიანეს 2017 წლის 31 აგვისტოსა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გვანცა ყუფარაძის განმხილველი მ
წაკითხვა
იუსტიციის საბჭო 20 ოქტომბერს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს უყრის კენჭს
იუსტიციის საბჭო 20 ოქტომბერს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს უყრის კენჭს
20 ოქტომბერს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ 38 კანდიდატს კენჭს უყრის. 
წაკითხვა
საქმეზე „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს ჯამში 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა
საქმეზე „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს ჯამში 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა
საქმეზე „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს ჯამში 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა. 28 000 ევრო დავით მინდაძეს, ხოლო 16
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მსურველებს განაცხადების შეტანა 23 ოქტ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს​
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს​
16 ოქტომბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მოსამართლეთა შერჩევა ვაკანტურ ადგილებზე მოხდება. &l
წაკითხვა
ვინ გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან - ევროსაბჭოში კენჭისყრა მიმდინარეობს
ვინ გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან - ევროსაბჭოში კენჭისყრა მიმდინარეობს
ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი თუ ოთარ სი
წაკითხვა
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება გრძელდება - რა კითხვები აქვთ იუსტიციის საბჭოს წევრებს
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება გრძელდება - რა კითხვები აქვთ იუსტიციის საბჭოს წევრებს
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან
წაკითხვა