საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3278

ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-28 20:35:00

როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის შემადგენელი ატომები — შესაძლოა ჩვენი გალაქტიკის გარედან იყოს მოსული, ბევრად უფრო შორიდან, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ. 

ეს მოსაზრება ემყარება სუპერკომპიუტერულ სიმულაციებს, რომლებმაც მოახდინეს ე. წ. გალაქტიკათშორის ტრანსფერის ფენომენის იდენტიფიკაცია. შედეგად, შესაძლოა ამოვხსნათ გალაქტიკათა ევოლუციის საიდუმლო. 

ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ შექმნილმა მოდელებმა აჩვენა, რომ სუპერნოვას აფეთქებებს შეუძლია გაზების დიდი ნაწილი მშობლიური გალაქტიკის მიღმა გატყორცნოს; შესაბამისად, მძლავრი ქარების საშუალებით, ატომები ერთი გალაქტიკიდან მეორეში ტრანსპორტირდეს. 

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შემადგენელი მატერიის დიდი ნაწილი შეიძლება სხვა გალაქტიკებიდან იყოს მოსული, საკუთრი თავები შეგვიძლია კოსმოსურ მოგზაურებად ან გალაქტიკის გარედან მოსულ იმიგრანტებად ჩავთვალოთ“, —  ამბობს უფროსი მკვლევარი დანიელ ანგლეს-ალკასარი. 

„სავარაუდოა, რომ ირმის ნახტომის მატერიის უმეტესი ნაწილი სხვა გალაქტიკებში იყო, სანამ მას მძლავრი ქარი გამოაგდებდა, ივლიდა გალაქტიკათშორის სივრცეში და საბოლოოდ, ახალ სახლს აქ, ირმის ნახტომში იპოვიდა“. 

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, გალაქტიკათშორისო ქარები ძალიან სწრაფი უნდა იყოს — შესაძლოა მათი სიჩქარე წამში რამდენიმე ასეულ კილომეტრსაც კი აღწევდეს, თუ გავითვალისწინებთ მანძილს, ატომთა ასეთ გაცვლა-გამოცვლას მილიარდობით წელი უნდა დასჭირდეს. 

FIRE (Feedback In Realistic Environments) სიმულაციათა სისტემის გამოყენებით, ჯგუფმა შექმნა დიდი აფეთქებიდან დღემდე წარმოქმნილ გალაქტიკათა რეალისტური, 3D მოდელები. 

იმის გასარკვევად, თუ საიდან შეაგროვეს გალაქტიკებმა მთელი თავიანთი მატერია, გამოიყენეს მოწინავე ალგორითმები. შედეგად, როგორც ჩანს, გაზის დიდი მოცულობა მცირე გალაქტიკებიდან დიდებში, ირმის ნახტომის მსგავსებში მიემართება.  

მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ გალაქტიკებს უფრო მეტი მატერია აქვთ, რათა ის დაკარგონ, გასათვალისიწინებელია ისიც, რომ მათგან ატომთა გაქცევა საკმაოდ ძნელია — მიზეზი, რის გამოც, ატომთა ნაკადები როგორც წესი, პატარებიდან დიდი გალაქტიკებისაკენ მოემართება. 

უკვე ვიცით, რომ მატერიას შეუძლია გადაადგილდეს გალაქტიკებს შორის, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ზუსტად როგორ. საბოლოოდ, როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, ატომები დიდ გალაქტიკებში, მაგალითად ისეთებში, როგორებიც ჩვენს გარშემოა — შესაძლოა მოხვედრილი იყოს მილიონობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე სხვა გალაქტიკებიდან. 

„ეს კვლევა გარდაქმნის ჩვენს გაგებას დიდი აფეთქების შემდეგ გალაქტიკათა ფორმირების შესახებ“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი კლოდ-ანდრე ფოშერ-ჟიგერი. 

გალაქტიკები ერთად თავმოყრილ ვარსკვლავთა კოლექციებია, ვარსკვლავების, რომლებიც საერო მასის — როგორც წესი, სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მოძრაობენ, მაგრამ დიდი აფეთექებისას, დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ, არც ვარსკვლავები არსებობდა და არც გალაქტიკები — იყო მხოლოდ ერთგვაროვანი გაზი. 

გაზის ნაკადებს შორის არსებულმა ციცქნა სხვაობებმა და გრავიტაციულმა ძალებმა თანდათანობით წარმოქმნა ვარსკვლავები და გალაქტიკები იმ სამყაროში, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, მაგრამ ახალი აღმოჩენები სრულიად ახალ ხაზს გვიხსნის გალაქტიკათა ფორმაციის განსაზღვრის კვლევებში, — აცხადებენ ჯგუფის წევრი მეცნიერები. 

„ჩვენი წარმოშობა იმაზე გაცილებით ნაკლებად ლოკალურია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. ეს კვლევა ნათლად გვაჩვენებს თუ როგორ არის ჩვენ გარშემო, ცაზე არსებული შორეული ობიექტები ერთმანეთთან დაკავშირებული“. 

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდება, მანამდე კი ხელმისაწვდომია arXiv.org-ზე

მომზადებულია news.northwestern.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
შექმნილია ახალი კამერა, რომელიც ადამიანის სხეულში ყველაფერს დაინახავს
შექმნილია ახალი კამერა, რომელიც ადამიანის სხეულში ყველაფერს დაინახავს
ადამიანის სხეულს შიგნით შეხედვის სამედიცი
წაკითხვა
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
თითქმის 600 წლის წინ, 1437 წლის 11 მარტის
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა