საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4496

ორსულობასთან დაკავშირებული მითები - ჭამს თუ არა ორსული ქალი ორი ადამიანისთვის და რამდენად აჩქარებს მშობიარობას ანანასი

ელენე იაშვილი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-07-28 23:56:00

ორსულობასთან დაკავშირებით საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ფეხმძიმე ქალმა დიდი რაოდენობით საკვები უნდა მიიღოს, ერთადერთი ნონსენსი არ გახლავთ, რასაც ამ თემაზე წააწყდებით.

მითმა იმის შესახებ, რომ ორსულობისას „ორი ადამიანისთვის იკვებები“ დროს იმიტომ გაუძლო, რომ მასში მარტივი ლოგიკაა - ერთ ორგანიზმში ორი ადამიანია. თუმცა, უფრო მეტად იმიტომ, რომ ასეთი ქცევა კეთილშობულურ მიზანს ემსახურება და მეტად მომხიბვლელია. 

National Charity Partnership-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც 2100 ქალი მონაწილეობდა, ნათლად გამოჩნდა, რომ ქალების ორმა მესამედმა არც კი იცოდა, რა რაოდენობის დამატებითი კალორიები ესაჭიროებოდათ მათ ორსულობისას (მიზერული რაოდენობა - დღეში 200 კალორია, როგორიცაა ორი ტოსტის პურზე გადასმული ზეითუნის ზეთი - ისიც მხოლოდ ორსულობის მესამე ტრიმესტრში). 

ფეხმძიმობისას აკრეფილი ჭარბი წონა დიდად სარისკოა როგორც ემბრიონისთვის, ასევე დედისთვის. ალექს დევისს, National Charity Partnership-ის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ეს ფართოდ გავრცელებული მითი გამოუსადეგარია, ხოლო სხვა მითები, უბრალოდ, გამაღიზიანებელი. 

„სიცოცხლის სხვა არც ერთ ეტაპზე არ ღებულობს ქალი იმდენ ნაგავს, რამდენსაც ორსულობისას“ - აცხადებს ის. 

მაშ ასე, მითები: 

თუ გსურთ, ბიჭი გეყოლოთ, ხორციანი ან მარილიანი საკვები მიიღეთ, თუ გოგო - ტკბილეული!

ეს მითი სექსისტურია, თუმცა, საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ბიჭზე ორსულებისათვის რეკომენდებული ხორციანი და მძიმე საკვები, ხოლო გოგოზე - ტკბილი და მსუბუქი. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალებს, რომლებიც განაყოფიერებამდე მაღალკალორიულ საკვებს იღებდნენ, მეტწილად ბიჭები ეყოლათ. მიუხედავად ამისა კალორიების ჭარბი რაოდენობით მიღება მაინც არ არის რეკომენდებული ექიმების მიერ.

მუცლის ფორმით შესაძლებელია გამოიცნოთ ბიჭი გყავთ თუ გოგო

როგორც წესი, ქალებს სხვის გაბერილ მუცელზე დაკვირვება და სქესის გამოცნობა უყვართ. თუმცა, ერთადერთი რამ, რასაც მუცლის ფორმა გეტყვით არის ინფორმაცია იმის შესახებ, პირველია თუ არა ეს ორსულობა ქალისთვის. მეორე და მომდევნო ორსულობისას მუცლის კუნთები დუნდება, ვეღარაა ისეთ ფორმაში, როგორშიც ის პირველად იყო და ამის გამო, შესაძლოა, მუცელი ქვემოთ იყოს დაწეული. მუცლის ფორმას განაპირობებს ემბრიონის ზომა და მდებარეობა. ამასთანავე, მუცლის კუნთების განლაგება და ქალის აღნაგობა.

ისევ საკვები...

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული დადასტურება საკვების რაციონისა და სასურველი სქესის ბავშვის დაბადებას შორის კავშირისა არ არსებობს, 304 ორსულზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა - ვისაც მუცელში ბიჭი ჰყავდა, 10%-ით მეტ ენერგიას გასცემდა თავისი პატარისათვის, ვიდრე მას, ვისაც მუცელში გოგო ჰყავდა. შესაბამისად, ბიჭის მშობლები საკვებსაც უფრო დიდი რაოდენობით იღებდნენ, ვიდრე გოგოსი.

გულძმარვა იმის ნიშანია, რომ თმიანი ბავშვი გეყოლებათ

ამ ჭორში სიმართლეც ურევია. 64 ორსულ ქალზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმ ქალებს, ვისაც ძლიერი ან საშუალო გულძმარვის ნიშნები ჰქონდათ, თითქმის ყველას, თმიანი ბავშვი ეყოლა. ხოლო მათ, ვინც საერთოდ არ უჩიოდა გულძმარვას - უთმო.

თუ ბავშვს მუცელში ყოფნისას მოცარტს მოასმენინებთ, უფრო ჭკვიანი გაიზრდება

ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. თუმცა, მას შესაძლოა სხვა სარგებელი ჰქონდეს. კლასიკურ მუსიკას შეუძლია ორსული დედა დაამშვიდოს. გარდა ამისა, თუ ერთსა და იმავე მუსიკას ბავშვს ამ ქვეყანაზე მოვლინების შემდეგაც მოასმენინებთ, მას ახალ სამყაროსთან ადაპტაციას გაუადვილებთ.

ცხარე საწებელი/ანანასი/სექსი

კიდევ ერთი კვლევით, ქალების 18%-ს მიაჩნია, რომ ცხარე სოუსის ჭამას მშობიარობის დაჩქარება შეუძლია. სხვების აზრით კი, ამის გაკეთება ანანასს შეუძლია, რომელიც შეიცავს როგორც საჭირო ფერმენტს, ასევე ბრომელაინს, რომელიც საშვილოსნოს ყელის დამარბილებლადაა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, სექსის, როგორც მშობიარობის დაწყების მასტიმულირებლის მეცნიერული საფუძვლები მწირია, დადგენილია, რომ მამაკაცის სპერმა შეიცავს ჰორმონ პროსტაგლანდინს, რომელსაც ექიმები მშობიარობის დაჩქარებისთვის იყენებენ. ძუძუს თავის სტიმულაცია, ოქსიტოცინის (ასევე გამოიყენება მშობიარობის სტიმულაციისთვის) და ორგაზმისგან გამოწვეული შეკუმშვა, ყველაფერი, მიჩნეულია, რომ საშვილოსნოს სტიმულირების საშუალებებია. თუმცა ცალსახად ამის თქმა რთულია.

წყარო: The Guardian

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ქალები პოლიტიკურ პარტიებში - მითების მსხვრევა“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
„ქალები პოლიტიკურ პარტიებში - მითების მსხვრევა“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
რა ვითარებაა გენდერული თანასწორობის კუთხით ქართულ პოლიტიკაში და რა ბარიერებს აწყდებიან ქართველი ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში თავის დამკვიდრე
წაკითხვა
პერინატალური რეგიონალიზაცია - კონფერენცია ქუთაისში
პერინატალური რეგიონალიზაცია - კონფერენცია ქუთაისში
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში პერინატალური რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა. 
წაკითხვა
“მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ”  - სემინარი-დისკუსია გორში გაიმართა
“მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ” - სემინარი-დისკუსია გორში გაიმართა
“მითები და რეალობა ევროინტეგრაციის შესახებ” - ამ სახელწოდებით სემინარი-დისკუსია დღეს გორის "დემოკრაიტული ჩართულობის ცენტრში" გაიმ
წაკითხვა
საქართველოში აბორტების რიცხვი შემცირდა
საქართველოში აბორტების რიცხვი შემცირდა
საქართველოში აბორტების რიცხვი 4 000 ერთეუ
წაკითხვა