საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
574

გუდაური ველომარათონსა და მოტოშეჯიბრს მასპინძლობს

გამოქვეყნებულია 2017-07-30 14:51:00


გუდაური ველომარათონსა და მოტოშეჯიბრს მასპინძლობს. შეჯიბრი არასაერთო მოხმარების გზაზე ტარდება, რომელიც სპეციალურად hard enduro ტიპის შეჯიბრისთვის მოეწყო.

სპორტსმენებს სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ, მათ შორის აღმართის დაძლევა და ქვიანი რელიეფის გავლა.

საშეჯიბრო გზა დაიყოფა სამ ეტაპად: ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ეტაპებად, რაც საშუალებას მისცემს დამწყებ სპორტსმენებსაც კი, მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებაში და გამოსცადონ საკუთარი თავი.

შეჯიბრში მონაწილეობენ სპორტსმენები როგორც თბილისიდან, ასევე ბაკურიანიდან და ახალციხიდან. საერთო ჯამში, ერთმანეთს 30 სპორტსმენი ეჯიბრება.

ღონისძიების დასასრულს შეჯიბრებაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.

გუდაურში მთის მოტოციკლეტების შეჯიბრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მხარდაჭერითა და „ენდურო ქლაბ ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია, შიდა და გარე ტურიზმის ხელშეწყობა და გუდაურის ოთხსეზონიან კურორტად გარდაქმნაა. მათივე თქმით, მარათონი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკების პოპულარიზაციას, რაც გუდაურს ყველა სეზონზე საინტერესოს და მიმზიდველს გახდის. სწორედ ამ მიზნით, კურორტზე მოეწყო საერთაშორისო დონის ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

ღონისძიება მეორედ გუდაურში ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მდგრადი სამთო კურორტის განვითარება - გუდაური ტურიზმის თანამშრომლობის ფორუმს მასპინძლობს
მდგრადი სამთო კურორტის განვითარება - გუდაური ტურიზმის თანამშრომლობის ფორუმს მასპინძლობს
მდგრადი სამთო კურორტის განვითარება - გუდაური ტურიზმის თანამშრომლობის ფორუმს მასპინძლობს, რომლის 
წაკითხვა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა შეიზღუდა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო მოძრაობა შეიზღუდა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის
წაკითხვა
ექსტრემალური უქმეები გუდაურში - სამთო-სათხილამურო კურორტმა ველომარათონს და მოტოშეჯიბრს უმასპინძლა
ექსტრემალური უქმეები გუდაურში - სამთო-სათხილამურო კურორტმა ველომარათონს და მოტოშეჯიბრს უმასპინძლა
ექსტრემალური უქმეები გუდაურში. 
წაკითხვა
გუდაურში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
გუდაურში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
გუდაურში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. 
წაკითხვა
კრის ფრუმმა ​ტურ დე ფრანსი მეოთხედ მოიგო
კრის ფრუმმა ​ტურ დე ფრანსი მეოთხედ მოიგო
პარიზში დასრულდა ფრანგული
წაკითხვა
გუდაურში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
გუდაურში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვით
წაკითხვა
გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია
გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევი გზა გახსნილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაური-კობის მ
წაკითხვა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმა
წაკითხვა