საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
530

ლევან დოლიძე - ტურნეს ფარგლებში მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება

ეკატერინე კოპალიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-31 15:56:00

„აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით აშშ-ს ინტერესების განსაზღვრისას, საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელსაც ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება“ - ასე აფასებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ლევან დოლიძე. მისი თქმით, პენსის ვიზიტის შეფასებისას მნიშვნელოვანია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დაგეგმილი ტურნეს მიმართულებების გათვალისწინება.

„ვიზიტი შედგება მონტენეგროში, ესტონეთში და საქართველოში. გასათვალისწინებელია, რომ მონტენეგრო არის ქვეყანა, რომელიც ახლახან გაწევრიანდა ნატო-ში, ესტონეთი არის ნატო-ს ის წევრი სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, ხოლო საქართველო, გარდა იმისა, რომ არის ნატო-ს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი სახელმწიფო, არის ის ქვეყანა, რომელიც გახდა მსხვერპლი რუსეთის აგრესიისა. შესაბამისად, ამ ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტი ბუნებრივია ხაზს უსვამს იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით აშშ-ის ინტერესების განსაზღვრისას, საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც თავის მხრივ ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება“ - აცხადებს ლევად დოლიძე.

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ მაიკ პენსის ვიზიტისას ოკუპაციის საკითხებთან ერთად ხაზი გაესმევა თავდაცვისა და უშიშროების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„მოლოდინი მაქვს რომ გარდა ოკუპაციის საკითხზე მუშაობისა, ხაზი გაესმევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლო განვითარებას და კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ამავდროულად, საქართველოში დღეს მიმდინარე წვრთნები არის ერთ-ერთი გამოვლინება საქართველოსა და აშშ-ის შორის მჭიდრო სამხედრო პოლიტიკურ სფეროებში აქტიური თანამშრომლობისა“, - აცხადებს ლევან დოლიძე. 

მაიკ პენსს მეუღლესთან ერთად თბილიში დაახლოებით 19:00 საათისთვის ელოდებიან. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა.
წაკითხვა
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა ლავროვის სიტყვით გამოსვლის დროს დატოვეს
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა ლავროვის სიტყვით გამოსვლის დროს დატოვეს
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდე
წაკითხვა
მაიკ პენსმა და ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს შესახებ ისაუბრეს
მაიკ პენსმა და ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს შესახებ ისაუბრეს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი აშშ-ის ვიცე-რეზიდენტ მაიკლ პენსს შეხვდ
წაკითხვა
მაიკ პენსმა  ლათინურ ამერიკაში ტურნე ერთი დღით ადრე დაასრულა
მაიკ პენსმა ლათინურ ამერიკაში ტურნე ერთი დღით ადრე დაასრულა
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა  ლათინურ ამერიკაში ტურნე ერთი დღით ადრე დაასრულა და კემპ- დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენცია
წაკითხვა
მაიკ პენსმა 2020 წელს პრეზიდენტად კენჭისყრის შესაძლებელობა გამორიცხა
მაიკ პენსმა 2020 წელს პრეზიდენტად კენჭისყრის შესაძლებელობა გამორიცხა
მაიკ პენსმა 2020 წელს პრეზიდენტად კენჭისყრის შესაძლებელობა გამორიცხა. ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციაზე
წაკითხვა
#VPinEurope - საქართველო მაიკ პენსის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში
#VPinEurope - საქართველო მაიკ პენსის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მ
წაკითხვა
„ამერიკისგან მიღებული ღია და მკაფიო მხარდაჭერა“-გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსის ვიზიტს აფასებს
„ამერიკისგან მიღებული ღია და მკაფიო მხარდაჭერა“-გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსის ვიზიტს აფასებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - მაიკ პენსის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული
გიორგი მარგველაშვილი - მაიკ პენსის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული
ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული - ასე შეაფასა მაიკ პენსის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებებ
წაკითხვა