საზოგადოებრივი
104.5 FM
2120

კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-01 18:24:00


სატურნთან მყოფი NASA-ს კოსმოსური ხომალდი „კასინი“ პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში სინათლის შოუს დააკვირდა: გაზურ ატმოსფეროში მოკაშკაშე ციალს. 

დედამიწის ციალის მსგავსად, სატურნის ციალებიც პლანეტისაკენ მიმავალი დამუხტული ნაწილაკების წყალობით წარმოიქმნება, პლანეტის ატმოსფეროსთან მათი შეჯახების შედეგად. დამუხტული ნაწილაკები მზის ქარისგან მომდინარეობს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მზისგან წამოსული მატერიის უწყვეტ ნაკადს. 

NASA-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახულია სატურნის ატმოსფეროში მოელვარე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“. შავ-თეთრი ვიდეო 20 ივლისსაა გადაღებული, ხილულ სინათლეში; ვიდეოს ფონური, ფერადი ფოტო 2008 წელსაა აღბეჭდილი თითქმის ინფრაწითელ სინათლეში; ფერები ყალბია, რათა უკეთესად წარმოჩენილიყო სამხრეთ პოლუსის ციალის რგოლები. 

NASA-ს განცხადებით, სატურნის გარშემო მოძრავი „კასინი“ ამ კონკრეტულ წერტილს საათზე მეტხანს აკვირდებოდა. 

„მარჯვენა მხარეს ზოგიერთი ვარსკვლავიც მოჩანს, რომლებიც თანდათან მხედველობის არეალიდან გადიან. ეს ეფექტი გარდატეხის დამსახურებაა — როდესაც ატმოსფეროში შესვლისას ვარსკვლავის სინათლე გარდატყდება; ატმოსფერო ამ დროს ლინზასავით მოქმედებს“, — ნათქვამია განცხადებაში

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ასტრონომებმა სატურნზე ციალი შენიშნეს. როგორც NASA იუწყება, ეს ფენომენი იქ პირველად ზონდმა პიონერ 11-მა შენიშნა, შემდეგ კი მისი შესწავლა განაგრძეს ვოიაჯერებმა, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა და „კასინიმ“. 

1997 წელს გაშვებული ხომალდი კასინი ამჟამად მისიის ბოლო დღეებს ითვლის. 2017 წლის 15 სექტემბერს, იგი სატურნის ატმოსფეროში შეიჭრება და მეტეორიტის სახით დაიწვება — კასინი საკუთარ აღმოჩენებს ეწირება, რადგან არსებობს შანსი, რომ ოდესმე იგი შეეჯახოს სატურნის ერთ-ერთ მთვარეს, ენცელადს და დედამიწისეული მიკრობებით „დააბინძუროს“ ბოლო დროს იქ აღმოჩენილი სასიცოცხლო გარემო

მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა