საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
323

„საქართველოს ყრუთა კავშირმა“ ოლიმპიურ ჩემპიონებს საზეიმო დახვედრა მოუწყო

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-01 19:15:00


ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი - „საქართველოს ყრუთა კავშირის“ წევრებმა ოლიმპიადაში გამარჯვება მოიპოვეს. 

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი ჯანელიძემ ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო ლაშა ჯანელიძემ ვერცხლის. თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა შაქრო ჩაკვეტძემ.

გამარჯვებულებს ყრუთა კავშირმა საზეიმო დახვედრა მოუწყო. ღონისძიებას დაესწრნენ საკრებულოს წევრები, არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სურდოოლიმპიადის გამარჯვებულებს საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა სერთიფიკატები გადასცა.

„მინდა ზოგადად ვისაუბრო სპორტის მნიშვნელობაზე. საქართველოში 1%-ია სმენის შეზღუდვის მქონე. მინდა მივმართო მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ ესეთი შვილები და ძალიან ღელავენ. ამისთვის არის ეს საჭირო- მათ შეუძლიათ იყვნენ სასახელო ადამიანები, სასახელო სპორტსმენები და ასახელონ როგორც ქვეყანა, ისე თავიანთი ოჯახები. ოლიმპიადაში ნამდვილად არ ველოდით ამ დიდ წარმატებას - 21 სახეობაა ყრუთა სპორტში და ამ 21 სახეობაში უნდა მივაღწიოთ წარმატებას”,- განაცხადა საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა ამირან ბატატუნაშვილმა.

თავად ოლიმპიადის მონაწილეებმა კი იმედი გამოთქვეს, რომ მომდევნო ოლიმპიურ შეჯიბრზე უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ.

„პირველად მივიღე მონაწილეობა ოლიმპიადაში და საერთოდ საქართველო პირველად ჩაერთო სმენადაქვეითებულ ოლიმპიადაში. მეორე ადგილი დავიკავე. მომავალში ვაპირებ, რომ შედეგი გავაუმჯობესო. იმედი მაქვს, რომ ხალხის დახმარებით და ჩემი შრომით მომავალში უკეთეს შედეგს მივაღწევ“,- აღნიშნა ბრინჯაოს მედლის მფლობელმა გიორგი ჯანელიძემ.

წლევანდელ ოლიმპიადაში ქართველებმა მონაწილეობა პირველად მიიღეს. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა