საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
745

დავით ნარმანია მერიაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს

ანი ფაცია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-02 10:43:00


თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მერიაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი მედიასაშუალებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 

დავით ნარმანია მერიაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს.

როგორც მერმა განაცხადა, მას არ მიეცა აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა, რაც არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს გამიზნულად ემსახურებოდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება 600 ახალი ადამიანის დასაქმებას, ეს ადამიანები არ გახლავთ ახაალი კადრები, არამედ საქმე ეხება არსებულ საკადრო რესურსს, რომელთა შტატებიც პირველი ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად გაუქმდა და მათ საკუთარი საქმიანობა თბილისის მერიასთან განაგრძეს არა შტატით, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობებით. მათ შორის არიან: მოვალეობის შემსრულებლები, დამხმარე, ტექნიკური ან დროებითი ფუნქციების განმახორციელებელი კადრები და სხვ. კანონმა ჩვენ პირდაპირ მიგვითითა, რომ გაგვეუქმებინა ასეთი შტატები და მათ თბილისის მერიაში საქმიანობა გაეგრძელებინათ შრომითი ხელშეკრულებებით, რაც შესრულდა დადგენილი წესით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო სამი წელია თბილისის მერიაში არათუ იზრდება სახელფასო/საპრემიო ფონდი და თანამშრომლების ოდენობა, არამედ ყოველწიურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ეს ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია თითოეული დაინტერესებული პირისათვის.

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სამწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა