საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
465

აჭარის რეგიონში ყოველდღიურად ინფექციური დაავადებების 55-65 შემთხვევა ვლინდება

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-02 19:55:00


აჭარის რეგიონში ყოველდღიურად ინფექციური დაავადებების 55-65 შემთხვევა ვლინდება ,- ამის შესახებ საზოგადოებრივს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ  შემთხვევების კიდევ უფრო ზრდას აგვისტოსთვის ელოდებიან.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელ ზაფხულს აჭარაში ძირითადად აღინიშნება საკვებით ინტოქსიკაცია, ნაწლავური დიარეები, რაც გამოწვეულია საკვები პროდუქტის შენახვის წესების დაუცველობით, როგორც შიდა პირობებში, ისე კვების ობიექტებში. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რისკ ჯგუფს განსაკუთრებით ბავშვები წარმოადგენენ,  გამოვლინებების დიდ ნაწილი 70%-ი  მათზე მოდის.

ამასთან, როგორც სამინისტროში განმარტეს, მიუხედავად სეზონზე ყოველდღიურად გამოვლენილი  ინფექციური დაავადების 55-65 შემთხვევისა, წინა წელთან შედარებით ეს მაჩვნებელი 23%-ით არის შემცირებული.

„მიმდინარე წელს ყოველდღიურად არის 55, მაქსიმუმ 65 შემთხვევა. 23%-ით მეტი გამოვლინებები იყო 2016 წლის ივლისში. ვფიქრობთ, ეს მონაცემები აგვისტოში 70-75-მდე მოიმატებს, თუმცა წინა წელთან შედარებით შემცირებული იქნება“,- განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ.

რაც შეეხება წყალს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ზღვის, ისე სასმელი წყლის ხარისხის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. არის მცირე ხარვეზები მაღალმთიან აჭარაში, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ეს ინფექციური დაავადებების გამომწვევი არ გამხდარა.

„პირველი ივლისიდან დამყარებული გვაქვს ზედამხედველობა და ვღებულობთ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოდან და გარემოს დაცვის სამინისტროდან. გარემოს დაცვის სამინისტრო ზღვის წყლის ანალიზს ახორციელებს, სურსათის ეროვნული სააგენტო  - სასმელი წყლისას. წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. 

"სოფლებში, მაღალ მთიან აჭარაში არის გარკვეული ხარვეზები. მუნიციპალიტეტების დონეზე მეტ-ნაკლებად არის სასმელი წყლის შეუსაბამოები. ამან შეიძლება, გამოიწვიოს ინფექციური დაავადებები, მაგრამ ამ მხრივ რაიმე შემთხვევა არ გამოვლენილა“,- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

ინფექციური დაავადებების შემთხვევების კლებაზე საუბრობენ ინფექციური საავადმყოფოების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, წინა წელთან შედარებით, ამ სეზონზე გამოვლინებები 30-40%-ით შემცირებულია.

"წინა წელთან შედარებით 30-40-ით იკლო შემთხვევების რაოდენობა. 2016 წლის ივლისში იყო 685 შემთხვევა, წელს ივლისში 213 და აქედან 80% არიან ბავშვები. ჩვენთან მოდიან კვებითი ინტოქსიკაციებით,ნაწლავური აშლილობებით და ცხელებით. შემთხვევების შემცირების მიზეზი არის ის, რომ მიმდინარე წლიდან საყოველთაო ჯანდაცვამ ინფექციური კომპონენტის დაფინანსება შეწყვიტა და მოსახლეობას გადახდა უჭირს“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფის დირექტორის მოადგილემ თამაზ კარანაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ინფექციური დაავადებების გავრცელების შემთხვევები სექტემბრიდან შემცირდება. მანამდე კი, მოსახელობას მოუწოდებენ, დაიცვან ჰიგიენური წესები და საკვები პროდუქტის უსაფრთხოებას მეტი ყურადღება მიაქციონ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა