function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
საქართველოს რკინიგზაში საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტები იმყოფებიან. ქართველი კოლეგები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის - საფრანგეთის რკინიგზის შესახებ კონსულტაციებს ღებულობენ. აღნიშნული კონსულტაციები გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, საქართველოს რკინიგზის ახალ სტრუქტურაზე გადასვლას ისახავს მიზნად.
„ჩვენ ქართველ პარტნიორებს მოუყვებით, როგორ გახდა საფრანგეთის რკინიგზა საერთაშორისო დონის - ჩვენ ამას 20 წელი მოვანდომეთ. ჩემი რეკომენდაციები არის, რომ ბევრი შესაძლებლობა გახდეს საერთაშორისო დონის, ეს არ არის მარტივი, თუმცა საინტერესო პროცესია. თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი შესაძლებლობები, რა არის თქვენი ძლიერი მხარე და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ. ქართველმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ წინ ძალიან ბევრი გამოწვევა ელოდებათ“ - განაცხადა ექსპერტმა ფედერიკ პარდემ.