საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1218

Cineuropa ანა ურუშაძის ფილმს "საშიში დედა" ვრცელ სტატიას უძღვნის

ლიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-03 15:42:00

ცნობილი უცხოური გამოცემა Cineuropa ქართველი რეჟისორის სადებიუტი კინონამუშევარს ეხმაურება და დრამას „საშიში დედა“ ვრცელ სტატიას უძღვნის. 

გამოცემა წერს, რომ ფილმი ახალგაზრდა ქალ რეჟისორს ანა ურუშაძეს ეკუთვნის, რომელმაც მის სამშობლოში თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა. სტატიაში ასევე წერია, რომ ფილმის რეჟისორი სადებიუტო ნამუშევარში  მთავარ ფოკუსს საზოგადოებაში ქალის როლზე  აკეთებს. მთავარი გმირი, რომელსაც მსახიობი ნატო მურვანიძე ასრულებს,  თვითდამკვიდრებისთვს იბრძვის. სტატიის ავტორი წერს, რომ "საშიში დედა"  რეჟისორის მამაცი ნამუშევარია, ანა ურუშაძეს საინტერესო და ინდივიადუალური ხედვა და დიდი მომავალი აქვს. 

ანა ურუშაძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „საშიში დედა" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე დღეს საღამოს გაიმართება. რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ლოკარნოს კინოფესტივალი, რომელიც შვეიცარიაში 2017 წლის 2-12 აგვისტოს იმართება. ანა ურუშაძე ფილმის მსოფლიო პრემიერას თავად დაესწრება.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ეგვიპტის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა
ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ეგვიპტის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა
ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევარი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელია - ეროვნუ
წაკითხვა
„საშიში დედის“ ნახვა დღეიდან ბათუმის კინოთეატრ „აპოლოშია“ შესაძლებელი
„საშიში დედის“ ნახვა დღეიდან ბათუმის კინოთეატრ „აპოლოშია“ შესაძლებელი
ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი კინოსურათი „საშიში დედა“ ქართულ კინოგაქირავებაში ჩაეშვა. ფილმის ნახვა ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ დღეიდ
წაკითხვა
Hollywood reporter ქართულ ფილმს - „საშიში დედა“ ვრცელ სტატიას უძღვნის
Hollywood reporter ქართულ ფილმს - „საშიში დედა“ ვრცელ სტატიას უძღვნის
Hollywood reporter „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს მიერ წარდგენილ ქართულ
წაკითხვა
საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს „საშიში დედა“  წარადგენს
საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს „საშიში დედა“ წარადგენს
ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" შესაძლოა, ოსკარის ნომინანტი გახდეს. 
წაკითხვა
„საშიში დედა“ - საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს წარადგენს
„საშიში დედა“ - საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს წარადგენს
სპეციალურმა კომისიამ ის ფილმი შეარჩია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მოპოვებას ეცდება. 
წაკითხვა
„საშიში დედა“ - როგორ შეიქმნა ანა ურუშაძის მხატვრული ფილმი
„საშიში დედა“ - როგორ შეიქმნა ანა ურუშაძის მხატვრული ფილმი
ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მსოფლიო
წაკითხვა
ანა ურუშაძის ფილმის „საშიში დედა“ ქართული პრემიერა სექტემბერში გაიმართება
ანა ურუშაძის ფილმის „საშიში დედა“ ქართული პრემიერა სექტემბერში გაიმართება
ახალგაზრდა რეჟისორის, ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი კინოსურათი უკვე მოექცა მსოფლიო კინოკრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში და დადებითი შეფასებები
წაკითხვა
ანა ურუშაძის ფილმმა
ანა ურუშაძის ფილმმა "საშიში დედა" სარაევოს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი აიღო
ანა ურუშაძის "საშიში დედას" მორიგი საფესტივალო წარმატება. სარაევოს 23ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, "სარაევოს
წაკითხვა