საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3444

Facebook Stories მალე ჩვენს კომპიუტერებშიც გამოჩნდება

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-04 21:08:00

Facebook Stories მალე ჩვენი ტელეფონების პარალელურად კომპიუტერებშიც გამოჩნდება. Snapchat-ის იდენტური ფუნქცია ფეისბუქმა საკუთარ მობილურ აპლიკაციაში 2016 წლის ზაფხულში ჩაუშვა. ფეისბუქ ისტორიები მომხმარებლებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ ფეისბუქმა გადაწყვიტა ფუნქცია Desktop კომპიუტერებისთვისაც გაეაქტიურებინა. 

Facebook Stories სოციალური ქსელის ზედა მარჯვენა პანელში განთავსდება. ამ ეტაპზე ფუნქცია ტესტირების რეჟიმს გადის და მომხმარებლებს ნელ-ნელა გაუაქტიურდებათ. 

​ფეისბუქმა აღნიშნული ფუნქცია Instagram-ზეც ჩაუშვა. ამ დროისათვის Instagram Stories-ს ყოველდღიურად 250 მილიონი ადამიანი იყენებს. "ინსტაგრამის ისტორიების" მომხმარებლებმა Snapchat-საც გადაასწრო, სადაც ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობა 166 მილიონია. 

აღნიშნული ფუნქცია სხვა მრავალმა სოციალურმა აპლიკაციამაც აიტაცა. მათ შორის ყველაზე პოპულარულები არიან: Match და Skype. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაუაქტიურდებათ Desktop კომპიუტერის მომხმარებლებს Facebook Stories-ის ფუნქცია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე