საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2561

დავით სერგეენკომ „გილეადის“ ხელმძღვანელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგბი გააცნო

ეთა მამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-08 14:32:00

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის მიმდინარეობა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელმა პირებმა შეაფასეს. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს დღეს გამთენიას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გილეად საიენსის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კლიფორდ სამუელი და უფროსი დირექტორი გრემ რობერტსონიშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდნენ. დახურულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის ეტაპობრივი შეფასება გაკეთდა.

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად ჯანდაცვის მინისტრისგან გაეცნო უახლეს ინფორმაციას ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის, პროექტში ჩართული და განკურნებული პაციენტების, ასევე,იმ ღონისძიებების შესახებ,რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად. დახურულ შეხვედრაზე ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით დაგროვებული ცოდნის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაზე გაამახვილეს ყურადღება. დასკვნით ნაწილში კი, ელიმინაციის პროგრამის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. 

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერითხორციელდება. ურთეირთგაგების მემორანდუმს ხელი2015 წლის 21 აპრილს მოეწერა.2016 წლის 18 აპრილს კი, ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდეკომპანიის მხრიდან მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს. 

ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 43.000-მდე პირია რეგისტრირებული, ამათგან 40.000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე ჩაერთო პროექტში, 31.000-ზე მეტმა კი დაასრულა მკურნალობის კურსი.

პროგრამის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია, ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დავთ სერგეენკო - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა
დავთ სერგეენკო - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
სოფელ
წაკითხვა
მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობას დავით სერგეენკო ადგილზე ეცნობა
მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობას დავით სერგეენკო ადგილზე ეცნობა
მარნეულში ჩავიდა საქართველოს ჯანდაცვის მი
წაკითხვა
დავით სერგეენკო - სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა
დავით სერგეენკო - სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა
სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა
წაკითხვა
დავით სერგეენკო - მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება
დავით სერგეენკო - მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბაგა-ბაღის შენობიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა აღენიშნება
დავით სერგეენკო - ბაგა-ბაღის შენობიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა აღენიშნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბორჯომში დაშავებულებს  მსუბუქი დაზიანებები აქვთ
დავით სერგეენკო - ბორჯომში დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ
ბორჯომში დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები
წაკითხვა
დავით სერგეენკო - რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ამინდის გამო ლიკვიდაცია გართულებულია
დავით სერგეენკო - რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ამინდის გამო ლიკვიდაცია გართულებულია
სტიქიის ზონაში დღის განმავლობაში რამდენიმ
წაკითხვა