საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2827

ჰაკერები, რომლებმაც „სამეფო კარის თამაშების“ სცენარი მოიპარეს, გამოსასყიდს ითხოვენ

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-08 16:15:00

ჰაკერები, რომლებმაც „სამეფო კარის თამაშების“ სცენარი მოიპარეს, გამოსასყიდს ითხოვენ. კიბერდამნაშავეებმა გამოაქვეყნეს სპეციალური მიმართვა, რომელშიც მოცემულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელესერიალის მეშვიდე სეზონის მეხუთე სერიის სცენარიც. გზავნილში არ არის მითითებული კონკრეტული თანხა, თუმცა "ასოშიეთედ პრესის" ცნობით, საუბარია 6 მილიონ დოლარზე.

წერილს, რომლის ადრესატიც HBO-ს დირექტორია, თან ახლავს ვიდეო, რომელსაც მუსიკალურ ფონად „სამეფო კარის თამაშების“ საუნდტრეკი გასდევს.

Hollywood Reporter-ის ცნობით, ჩანაწერში ჰაკერები ამბობენ, რომ მათთვის ერთ-ერთ ყველაზე რთული მიზანი HBO-ს ქსელში შეღწევა იყო და მათ ეს მოახერხეს.

„HBO 12 მილიონს ხარჯავს მარკეტინგზე და კიდევ 5 მილიონს რეკლამაზე. ჩავთვალოთ, რომ გამოსასყიდი მათ სარეკლამო ბიუჯეტის ერთ-ერთ პუნქტია“, - ამბობენ ჰაკერები ვიდეო მიმართვაში. 

ჰაკერებმა ასევე გაასაჯაროეს დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს შოუს ავტორთა და სერიალში მონაწილე მსახიობების პერსონალურ მონაცემებს.

როგორც HBO-ში ამბობენ, კიბერ თავდამსხმელებმა კომპანიის საფოსტო სერვისში შეღწევა შეძლეს, თუმცა ქსელის ნაწილი უვნებელი დარჩა.

HBO-ს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. ჰაკერები ამბობენ, რომ მათ კომპანიის კუთვნული 1,5 ტერაბაიტი ინფორმაცია მიითვისეს. დოკუმენტების ნაწილი ინტერნეტში გამოქვეყნდა, ხოლო თუ კომპანია მათ გამოსასყიდს არ გადაუხდის, დამნაშავეები მოპარული ინფორმაციის სრულად გასაჯაროებას გეგმავენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა
GOT-ის მე-8 სეზონის სპოილერი - ორი მთავარი პერსონაჟის დიდი შეხვედრა
GOT-ის მე-8 სეზონის სპოილერი - ორი მთავარი პერსონაჟის დიდი შეხვედრა
გა
წაკითხვა
Game of Throne-ის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა
Game of Throne-ის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ლენა
წაკითხვა
The Wall Street Journal - რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო მონაცემები „კასპერსკის“ ანტივირუსის საშუალებით მოიპოვეს
The Wall Street Journal - რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო მონაცემები „კასპერსკის“ ანტივირუსის საშუალებით მოიპოვეს
რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს სა
წაკითხვა
როგორები იქნებოდნენ GOT-ის მსახიობები,
როგორები იქნებოდნენ GOT-ის მსახიობები, "ნათლიმამაში" რომ ეთამაშათ
"სამეფო კარის თამაშები" ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალია. მისი მსახი
წაკითხვა
"სამეფო კარის თამაშები” - როგორია მსახიობების რეალური სიმაღლე
"სამეფო კარის თამაშები" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია. HBO-ს რეიტინგულ შოუს მონაწილე მსახიობები მსოფლიო ვარსკვლა
წაკითხვა
HBO -ს ესპანეთის ფილიალმა, შეცდომით,
HBO -ს ესპანეთის ფილიალმა, შეცდომით, "სამეფო კარის თამაშების" ახალი სერია გაასაჯაროვა
HBO -ს ესპანეთის ფილიალმა, შეცდომით, &quo
წაკითხვა
Game Of Thrones-ის მე-4 სერია ჰაკერებმა ინტერნეტში გაავრცელეს
Game Of Thrones-ის მე-4 სერია ჰაკერებმა ინტერნეტში გაავრცელეს
Game Of Thrones-ის მე-4 სერია ჰაკერებმა ს
წაკითხვა