საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
514

Facebook ვიდეოსერვისის დანერგვას და Youtube-თან კონკურენციას გეგმავს

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-10 12:35:00

Tags:facebook

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook ვიდეოპროდუქციის წარმოებას გეგმავს. როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანში ახალმა სერვისმა Youtube-სა და ტელევიზიასაც კი გაუწიოს კონკურენცია.

ე.წ. ვიდეო ფიდი Facebook-ზე ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის არის ხელმისწვდომი. ჯერჯერობით ამ „ფიდზე“ მხოლოდ სამოყვარულო კამერებით გადაღებული ვიდეოები და მოკლე ინფორმაციული რგოლებია თავმოყრილი.

თუმცა, როგორც Facebook-ში განაცხადეს, სულ ცოტა ხანში სოციალურ ქსელში ახალი ფუნქცია Watch გაჩნდება, რომელზეც განთავსდება Facebook-ის დაფინანსებით დამზადებული ვიდეოგადაცემები.

თავდაპირველად, ახალი სერვისი აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდება.

როგორც ახალი ფუნქციის შემქმნელები ამბობენ, ზოგიერთი ვიდეოგადაცემების ხანგრძლივიბა 10 წუთიც კი იქნება.

ფუნქცია სახელწოდებით Watch თითოუელი მომხმარებლისთვის ინდივიდუალური იქნება. ე.წ. ვიდეო ფიდზე პირველ რიგში ის ვიდეორგოლები მოხვდება, რომლებიც კონკრეტული მომხმარებლის მეგობრებს მოსწონთ.

ამავე დროს მომხმარებლებს შეეძლებათ ვიდეოს კომენტარი დაურთონ და მეგობრებთან ერთად განიხილონ გადაცემები.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, Facebook-მა უკვე გააფორმა კონტრაქტები ისეთ კომპანიებთან როგორიცაა Vox Media, BuzzFeed, ATTN, Group Nine Media. ყველა ეს კომპანია პროდუქციას 30-40 წლის მომხმარბელებისთვის ქმნის.

Facebook-ის ახალი ვიდეოსერვისითვის გადაცემები უკვე მოამზადა National Georgaphic-მა, ასევე აშშ-ის ქალ კალათბურთელთა ეროვნულმა ასოციაციამ და ბეისბოლის ეროვნულმა ლიგამ. Time inc კი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის განკუთვნილ ვიდეოგადაცემას მოამზადებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სენატში Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის წარმომადგენლებს რუსული პროპაგანდის შესახებ მოუსმინეს
სენატში Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის წარმომადგენლებს რუსული პროპაგანდის შესახებ მოუსმინეს
წაკითხვა
Facebook-ის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის პოსტებმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა
Facebook-ის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის პოსტებმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა
სოციალურ ქსელ
წაკითხვა
რუსეთში შესაძლოა, Facebook-ი დაიბლოკოს
რუსეთში შესაძლოა, Facebook-ი დაიბლოკოს
რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის ორგანოს „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელი რუსეთში Facebook-ის დაბლოკვით დაიმუქრა. 
წაკითხვა
ფეისბუქის ახალი ფუნქცია - როგორ დავაღწიოთ თავი მეგობრების მომაბეზრებელ პოსტებს
ფეისბუქის ახალი ფუნქცია - როგორ დავაღწიოთ თავი მეგობრების მომაბეზრებელ პოსტებს
ფეისბუქი ახალ ფუნქციას ტესტავს. Snooze -
წაკითხვა
ფეისბუქზე მალე ფერადი კომენტარები გამოჩნდება
ფეისბუქზე მალე ფერადი კომენტარები გამოჩნდება
​ფეისბუქი განვითარების ტემპს არ ანელებს და სიახლეებს გვთავაზობს. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე დიდ
წაკითხვა
Facebook-მა აღიარა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რეკლამის განთავსების უფლება რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა
Facebook-მა აღიარა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რეკლამის განთავსების უფლება რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა
Facebook-მა აღიარა, რ
წაკითხვა
Facebook Stories მალე ჩვენს კომპიუტერებშიც გამოჩნდება
Facebook Stories მალე ჩვენს კომპიუტერებშიც გამოჩნდება
Facebook Stories მალე ჩვენი ტელეფონების პარალელურად კომპიუტერებშიც გამოჩნდება. Snapchat-ის იდ
წაკითხვა
Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს ეძებს
Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს ეძებს
Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს
წაკითხვა