საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
385

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

გამოქვეყნებულია 0000-00-00 00:00:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს თხოვნით მიმართავს, თაღლითური ჯგუფების გააქტიურებიდან გამომდინარე, სწავლის გაგრძელებამდე დააზუსტონ, მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სავარაუდოდ, თანხების გამოძალვის მიზნით,  აბიტურიენტებს სულ უფრო და უფრო მეტად სთავაზობენ გამოცდების გარეშე სრულიად გაუგებარ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, საიდანაც, თითქოს, პირველივე სემესტრშია შესაძლებელი, სტუდენტმა სწავლა მისთვის სასურველ ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს.

როგორც სამინისტოში აცხადებენ, მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა - ავტორიზაცია.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.

ავტორიზაციას არ ექვემდებარება: ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:

ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი; ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი; ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით; ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.

ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე დასჯადია“, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბრიტანეთის საელჩო საქართველო-უელსის ​თამაშზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს
ბრიტანეთის საელჩო საქართველო-უელსის ​თამაშზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 6 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სტადიონზე საქართველო-უელსის მ
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს  და აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში - http://ubani.ge/ გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავა
წაკითხვა
აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება
აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება
აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის და სააპელაციო განაცხადის შეტანის ვადა დღეს, 18 საათზე იწ
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი აბიტურიენტებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი აბიტურიენტებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და ეროვნული გამოცდებზე წარმატებას უსურვებს.
წაკითხვა
დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეუძლიათ
დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეუძლიათ
დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეუძლიათ. 
წაკითხვა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თუშეთში გამგზავრების მსურველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თუშეთში გამგზავრების მსურველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს
მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურვ
წაკითხვა
აშშ საკუთარ მოქალაქეებს ევროპაში არსებული ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებს
აშშ საკუთარ მოქალაქეებს ევროპაში არსებული ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებს
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენ
წაკითხვა
ჩრდილოეთ კორეა ამერიკას აფრთხილებს
ჩრდილოეთ კორეა ამერიკას აფრთხილებს
ჩრდილოეთ კორეა ამერიკას აფრთხილებს. თუ რეგიონში პროვოკაციული ქმედებები განხორციელდება, საპასუხო ბირთვული თავდასხმისთვის მზად არის. 
წაკითხვა