საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4777

გერმანიაში ტყვედ ნამყოფი ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცები, მათ შორის საქართველოდანაც, ერთჯერად კომპენსაციად 2500 ევროს მიიღებენ

მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-15 14:17:00


მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ტყვედ ნამყოფი ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცები ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის მიხედვით, იმ ჯარისკაცებს, რომლებიც 22.06.1941-08.05.1945 წლებში გერმანიაში ტყვედ ჩავარდნენ და დღემდე ცოცხლები არიან, გერმანიის მთავრობა ერთჯერადად 2500 ევროს ოდენობით დაეხმარება.

შემწეობა შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიცემა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, რომ შესაბამის პირებზე ინფორმაციის მოკვლევა დაწყებულია და ამჟამად 10 მათგანია ნაპოვნი.

დახმარების პოტენციური ადრესატების შესახებ გერმანიისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალება ქართულ მხარეს 2017 წლის 30 სექტემბრამდე აქვს. გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში განმარტებულია, რომ ერთჯერადი შემწეობა არ გაიცემა მესამე პირზე, ასევე დაუშვებელია მისი მემკვიდრეობით გადაცემა.

დირექტივის მიხედვით, განაცხადის დაყენება მხოლოდ თავად, დაზარალებულს ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია.ბენეფიციარებს შუამდგომლობას ვეტერანთა საქმის სახელმწიფო სამსახური გაუწევს.

ყოფილ საბჭოთა ტყვეებზე აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ფინანსთა ფედერალურმა სამინისტრომ 2015 წლის 30 სექტემბერს მიიღო, თუმცა ქართულ მხარეს, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტროს, წერილი მიმდინარე წლის მარტში ჩაბარდა, ხოლო ვეტერანთა საქმის სახელმწიფო სამსახურმა დირექტივა ორი კვირის წინ მიიღო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა