საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1311

ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს

გამოქვეყნებულია 2017-08-18 12:57:00

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელა. 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პ​რევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 86 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიისა და საბერძნეთისა სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

"დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. დადებითად უნდა აღინიშნოს მიგრანტებისათვის თვითმფრინავის ბორტზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კვლავ პრობლემად რჩება დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა. წინა მონიტორინგების მსგავსად, აღნიშნული პირების ტელეფონით სარგებლობის უზრუნველყოფა განხორციელდა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ „ფრონტექსის“ წარმომადგენლებისათვის პრობლემის შეტყობინების შემდგომ", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს
ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლე
წაკითხვა
EMC-ს ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის კომპეტენციების შესახებ - როგორია  ორგანიზაციის რეკომენდაციები
EMC-ს ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის კომპეტენციების შესახებ - როგორია ორგანიზაციის რეკომენდაციები
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სახალხო დამცველის აპარატის, როგორც თანასწორობის ორგანოს კომპეტენციები შეისწავლა. <
წაკითხვა
„ომბუდსმენის ერთი ვადით არჩევის საკითხი კითხვის ნიშნებს ბადებს“-უჩა ნანუაშვილი #მოამბეში
„ომბუდსმენის ერთი ვადით არჩევის საკითხი კითხვის ნიშნებს ბადებს“-უჩა ნანუაშვილი #მოამბეში
საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, ომბუდსმენის ერთი ვადით არჩევის საკითხი კითხვის ნიშნებს ბადებს და გაუგებარია თუ რა მიზანს ემსახურ
წაკითხვა
საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საგანგაშოა - სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საგანგაშოა - სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საგანგაშოა - შესაბამის ანგარიშს სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს. 
წაკითხვა
ძალადობა ოჯახში და ქალთა მიმართ – სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა
ძალადობა ოჯახში და ქალთა მიმართ – სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა
ძალადობა ოჯახში და ქალთა მიმართ – როგორია საქართველოში ამ მიმართულებით მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ
წაკითხვა
სახალხო დამცველის აპარატი: ყვარლის მოსახლეობის ნაწილი გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკის არსებობას ადატურებს
სახალხო დამცველის აპარატი: ყვარლის მოსახლეობის ნაწილი გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკის არსებობას ადატურებს
ყვარლის მოსახლეობის ნაწილი გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკის არსებობას ადატურებს, - განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი აკეთებს. 
წაკითხვა
ირაკლი ალასანიას შეხვედრა არასამთავრობოებთან და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან
ირაკლი ალასანიას შეხვედრა არასამთავრობოებთან და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან
ირაკლი ალასანიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან ე.წ. კაბელების საქმეზე ომბუდსმენის დასკვნა განიხილა.
წაკითხვა
„სამართლის მეგობარი“ -  სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენცია გამართა
„სამართლის მეგობარი“ - სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენცია გამართა
„სამართლის მეგობარი“ - ამ სახელწოდების კონფერენცია დაიწყო სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით. აღნიშნული კონფერენცია ერთგვარი სახელმძღვა
წაკითხვა