საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1150

გიორგი სიგუა - სიმართლე გითხრათ, ვერ გავარკვიეთ, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-18 21:25:00

ფინანსურ პოლიციაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა აცხადებს, რომ ვერ გაიგო, რასთან დაკავშირებით დაიბარეს უწყებაში, ვინაიდან ძირითადი კითხვები ფესტივალის გეგმებსა და ფინანსურ დავალიანებებს ეხებოდა. 

სიგუას განცხადებით, ამ ვალებში საგანგაშო არაფერი არ არის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოწმის სტატუსით დაკითხეს, თუმცა კონკრეტულად რა საქმეზე, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ამის შესახებ მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. 

სიგუას ინფორმაციით, არც ფესტივალის და არც უშუალოდ მის წინააღმდეგ საჩივარი არ შესულა.

„დეტალურად გამოგვკითხეს ყველა იმ დავალიანების შესახებ, რომელიც ჩვენ წინაშე აქვს სხვადასხვა კომპანიას და მისაღები გვაქვს თანხები. ასევე დეტალურად გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ რა დავალიანებები გვაქვს ჩვენ და არაფერი უსაშველო არ არის არც ერთ მხარეს. 

გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რა თანხებთან არის დაკავშირებული, რას ვგეგმავთ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გვაქვს „ბლექ სი არენას“ წინაშე, რომ 31 ოქტომბრამდე იქ უნდა ჩავატაროთ ღონისძიება და აინტერესებდათ, ვაპირებთ თუ არა იქ რამის გაკეთებას. მათაც დავუდასტურეთ და თქვენც გეტყვით ამის შესახებ.

გამოგვკითხეს, ვაპირებთ თუ არა „ჯემ ფესტ 2018“-ის გაკეთებას და ესეც დავადასტურეთ. გაირკვა ისიც, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ არ გვიჩივის და როგორც ვიცი, გამოიკითხება ყველა, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონია „ჯემ ფესტთან“ ფინანსურ ასპექტში. 

სიმართლე რომ გითხრათ, ვერ გავარკვიეთ, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მე პირადად ვიკითხები მოწმის სტატუსით და დაწყებული აქვთ ეს გამოძიება რაღაც ფაქტზე, ოღონდ რაზე, ამას არ მეუბნებიან, მაგრამ ჩვენ აქ ვართ მოწმის სტატუსით. 

დავუდასტურეთ ის მზაობაც, რომ ყველაფერში ვიყოთ გამჭირვალე და თანამშრომლობისთვის ვართ მზად, მოგეხსენებათ, რომ სპეციალურად აქ მოსასვლელად ჩამოვედი საქართველოში, რომ გამეფანტა ეჭვები და შეცდომების გააზრებით ისევ ვაპირებთ ამ ფესტივალის გაგრძელებას“, - განაცხადა გიორგი სიგუამ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ჯემ ფესტის“ ბილეთების კონტროლიორებმა კომპანია „არტ პლატფორმის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
„ჯემ ფესტის“ ბილეთების კონტროლიორებმა კომპანია „არტ პლატფორმის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
„ჯემ ფესტის“ ბილეთების კონტროლიორებმა კომპანია „არტ პლატფორმის“ წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 
წაკითხვა
შესაძლო ფინანსური დარღვევები - GEM Fest - ის ორგანიზატორი მოწმის სახით დაკითხეს
შესაძლო ფინანსური დარღვევები - GEM Fest - ის ორგანიზატორი მოწმის სახით დაკითხეს
ჯემ ფესტის ორგანიზატორი გ
წაკითხვა
გიორგი სიგუას დაკითხვა - რა საკითხებით დაინტერესდა გამოძიება
გიორგი სიგუას დაკითხვა - რა საკითხებით დაინტერესდა გამოძიება
ამ წუთებში უნდა განახლდეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
წაკითხვა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიორგი სიგუას დაკითხვა მიმდინარეობს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიორგი სიგუას დაკითხვა მიმდინარეობს
ერთ საათზე მეტია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
წაკითხვა
გიორგი სიგუა - დავალიანება დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო გვაქვს, რომელსაც ბოლო კაპიკამდე გადავიხდით
გიორგი სიგუა - დავალიანება დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო გვაქვს, რომელსაც ბოლო კაპიკამდე გადავიხდით
"ჯემ ფესტის" დამფუძნებლის, გიორ
წაკითხვა
გიორგი სიგუა Gem Fest-თან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული
გიორგი სიგუა Gem Fest-თან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული
Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა აცხ
წაკითხვა
რამდენად წარმატებული იყო GEM Fest 2017 - რა ხარვეზებს ასახელებენ ორგანიზატორები
რამდენად წარმატებული იყო GEM Fest 2017 - რა ხარვეზებს ასახელებენ ორგანიზატორები
გაამართლა თუ არა წლევანდელმა
წაკითხვა
იყო თუ არა GEM Fest 2017 წარუმატებელი - მიზეზები და არგუმენტები
იყო თუ არა GEM Fest 2017 წარუმატებელი - მიზეზები და არგუმენტები
რატომ საუბრობენ
წაკითხვა