საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
736

ისნის ბაზრობის მფლობელი კომპანიის დირექტორი - კომპანია ხანძრისგან დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება

მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-20 12:38:00

ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძრისგან დაზარალებულებს კომპანია შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება, - ასე ეხმაურება კომპანია „ტრანსსერვისის“ გენერალური დირექტორი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მოთხოვნას, რომ ზარალი ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან იქნას კომპენსირებული.

კომპანიის დირექტორის, ბექა მახარაძის თქმით, დახმარების ერთ-ერთი ფორმა, შემოსავლების სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაზარალებულების გარკვეული პერიოდით იჯარისგან ​გათავისუფლებაც იყოს. 

„კომპანიამ გადაწყვიტა, რაღაც დოზით დახმარება გაუწიოს ინდმეწარმეებს. კომპანიას რისი ფინანსური საშუალება ექნება, იმის მიხედვით გავუწევთ დახმარებას. რამდენიმე ადამიანი ახსენებს, თითქოს კომპანია დახმარებაზე უარს ამბობს. 2015 წელს აბსოლუტურად ყველა დაზარალებული ჩვენი მხრიდან იქნა კომპენსირებული. კომპანიას დიდი კრედიტი აქვს აღებული და რისი საშუალებაც იქნება, აუცილებლად დავეხმარებით. ეს ყველაფერი გადაწყდება მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაითვლება“, - განაცხადა მახარაძემ. 

ისნის ბაზრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მათ კომპანიას აქვს ბევრი ფინანსური ვალდებულება და შესაბამისად, უნდა დაითვალოს რამდენით და როგორ შეძლებს „ტრანსს სერვისი“ დაზარალებულების დახმარებას. კომპანიის დირექტორი მეორადი ავტონაწილებით მოვაჭრეებს ხვალ შეხვდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა