საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
900

წაღვერის თემში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს [ფოტო/ვიდეო]

მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-20 15:39:00


სოფელ დაბის მიმდებარედ ხანძარი მიუდგომელ ადგილზეა, სადაც სამანქანო გზაც არ მიდის და ამიტომ ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო, - ამის შესახებ პირველ არხს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებამდე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

„ხანძრის ფართობი დიდი არ არის, დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრს აქვს ცეცხლი მოდებული, თუმცა ქარია და გავრცელების საფრთხე იქმნება. საკმაოდ მიუდგომელი ადგილია, სამანქანო გზაც არ მიდის და ამიტომ ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო და ველოდებით მას. ხანძარი არის სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალი სადაც იყო, იმის თავზე გაჩნდა ხანძარი. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან ირგვლივ დასახლებული პუნქტი არ არის, ხანძარი მთის წვერზეა. ადგილზე მობილიზებულია როგორც სატყეო სამსახური, ასევე საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამაშველო ბრიგადები. ველოდებით ვერტმფრენს“, - აღნიშნა გვაზავამ. 

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს და ჩაჩეხილ ხეებს უკიდია



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა