საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
713

ბორჯომის გამგებელი - ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული

მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-20 16:28:00

სოფელ დაბასთან ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული, მის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს, - ამის შესახებ პირველ არხს ​ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა. 

„დაახლოებით ჰექტარს მოიცავს გავრცელებული ხანძარი. გაიზარდა დამწვარი ტერიტორია, რადგან ძალიან ძლიერი ქარია, რომელიც ხელს უწყობს გავრცელებას და ხელს უშლის ლოკალიზებას. ვერტმფრენი უკვე გზაშია, წუთი წუთზე ველოდებით და ჩაერთვება სამუშაოებში. აქ ადგილზე მობილიზებულია სატყეო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, შსს-ს წარმომადგენლები და ასევე ადგილობრივი მოხალისეები“, - აღნიშნა ყიფიანმა. 

მისივე თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ტერიტორია რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული მოსახლეობამდე და შესაბამისად, ევაკუაციის საჭიროებაც არ არსებობს. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზე არსებულ ტყის მასივს ცეცხლი 20 აგვისტოს, 15:00 საათისთვის გაუჩნდა ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს

აღნიშნული ტყის მასივი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც დაიწვა. 9 წლის წინ, 15 აგვისტოს ხანძარი დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქ ბორჯომის მიმართულებით, მდინარე გუჯარულას მარჯვენა სანაპიროზე გავრცელდა. ხანძარი 20 დღის განმავლობაში მძვინვარებდა და მისი გავრცელების არეალმა 950 ჰა შეადგინა. განადგურდა 250 ჰა ტყის მასივი. 
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა