საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
785

ნინო ბურჯანაძე - წინააღმდეგი არ ვიქნებოდით, ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ყოფილიყო

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-21 13:25:00

წინააღმდეგი არ ვიქნებოდით, ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილიყო, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. 

თუმცა მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ბოლო წუთამდე არ პასუხობდნენ, რას გეგმავდნენ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ხოლო მოგვიანებით, ტელეეთერით შეიტყო, რომ პარტიამ მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა.

„ჩვენი კონკურენტი არის ხელისუფლება, მას აქვს ძალიან სერიოზული ფინანსურ-ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მორალური უპირატესობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან, ნამდვილად მოგვცემს გარდატეხის შეტანის შესაძლებლობას. 

ყველა ოპოზიციური პარტია გაემიჯნა მოლაპარაკებებს, ყველა საკუთარ პარტიულ ინტერესებზე ფიქრობს. ხშირშემთხვევაში ვაჭრობს და გარიგებებშია შესული და უმეტეს შემთხვევაში ამოცანად ისახავს, მოუგოს ან ბურჯანაძეს ან რომელიმე სხვა პარტიას და არა იმას, რომ ხელისუფლება რეალურად შეიცვალოს.

დააკვირდით ოპოზიციონერების გამოსვლებს, ყველა თავს არიდებს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას, სამაგიეროდ, აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებს, იმიტომ რომ გარიგება ივანიშვილთან ხელსაყრელია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ოპოზიციური ერთობა თანამშრომლობას სხვა პოლიტიკურ ძალებსაც სთავაზობს გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსი“, ვინაიდან ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს ორი პარტია ერთი და იგივეა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ ცხოვრებას.

„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს. 

მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად - დიმიტრი ლორთქიფანიძე. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნინო ბურჯანაძე: საარჩევნო პროცესი მოსახლეობის მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობდა
ნინო ბურჯანაძე: საარჩევნო პროცესი მოსახლეობის მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობდა
დემოკრატიული მოძრაობის ლი
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს
ნინო ბურჯანაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს
ნინო ბურჯანაძე, 
წაკითხვა
 ირმა ინაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და შიმშილობას და აქციების გამართვას გეგმავს
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და შიმშილობას და აქციების გამართვას გეგმავს
"პატრიოტთა ალიანსის"
წაკითხვა
დაძაბული ვითარება მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
დაძაბული ვითარება მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
დილიდან დაძაბული ვითარებაა მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ამ დრომდე
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე ცესკო-ს ხმების გადათვლისკენ მოუწოდებს
ნინო ბურჯანაძე ცესკო-ს ხმების გადათვლისკენ მოუწოდებს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების გადათ
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს მმართველ გუნდთან პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს
ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს მმართველ გუნდთან პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს
დემოკრატიული მოძრაობის ლი
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და ავითვალოთ, საარჩევნო ოქმების გამოქვეყნება ცესკო-ს ვებგვერდზე დაგვიანდება
ნინო ბურჯანაძე - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და ავითვალოთ, საარჩევნო ოქმების გამოქვეყნება ცესკო-ს ვებგვერდზე დაგვიანდება
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯ
წაკითხვა
ირმა ინაშვილი: არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას
ირმა ინაშვილი: არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას
„ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას“,- პატრიოტთა ალიანსის წევრი ირმა ინაშვილი არ
წაკითხვა