საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
410

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასთან მოშიმშილეთა აქცია მიმდინარეობს

მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-21 18:31:00


საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილეთა აქცია მიმდინარეობს. აქციას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები, სტუდენტური ჯგუფები და რგინიგზელთა პროფკავშირები შეუერთდნენ.

მათი თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ რკინიგზაში დასაქმებულებს, რადგან მათი შრომითი უფლებები მუდმივად ირღვევა. 

აქციის მონაწილეების თქმით, მოშიმშილეთა რიცხვი დღეს დღის ბოლომდე გაიზრდება და ადმინისტრაციის შენობასთან დაახლოებით 30 ადამიანი პროტესტის ნიშნად იშიმშილებს.

რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან დასაქმებულებთან მოტყუებით დაიდო კაბალური გარიგება, რომლის მეშვეობითაც რკინიგზის თანამშრომლები ერთი ქალაქიდან მეორეში სამუშაოდ გადაიყვანეს.

„მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ დასაქმებულებმა თავიანთი სურვილით დატოვონ სამსახური, მოტყუებით გაუფორმეს ხელშეკრულება, რომ თითქოს მხოლოდ ობიექტის სახელი იცვლებოდა და არა სამუშაო ადგილი. ვითხოვთ, რომ შეგვხვდნენ და გამოვიდნენ კომუნიკაციაზე, შეასრულონ ჩვენი მოთხოვნები, დააბრუნონ დასაქმებულები თავიანთ სამუშაო ადგილებზე და შეასრულონ ის შეთანხმება, რომელიც 2013-2014 წელს ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის დაიდო“, - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.

აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადადგომაა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა