საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
318

ბრიუსელის ცენტრში, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებში მაღალი სიჩქარით შეიჭრა

გიორგი ფოფხაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-21 18:15:00

ბრიუსელის პოლიცია ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა მსუბუქი ავტომანქაანის დაკავებას, რომელიც  ქალაქის ცენტრში,  ფეხით მოსიარულეთა უბანში მაღალი სიჩქარით შეიჭრა. ამის შესახებ ბელგიური, ფრანგულენოვანი ტელეკომპანია RTBF იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით,  პატრულმა ავტომანქანის შეჩერება სცადა, თუმცა მძღოლი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციის ცენტრალურმა საოპერატორო პულტმა განგაშის სიგნალით დამატებითი ნაწილები გამოიძახა.

როდესაც პოლიციელებმა ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე  ავტომობილის ბლოკირება შეძლეს, აღმოჩნდა, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პოლიციელებისგან მიმალვა სცადა იმის შიშით, რომ მართვის მოწმობას ჩამოართმევდნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე