საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1159

ზურაბ ალავიძე - ვერ ვიტყვით, რომ ბორჯომში ხანძარს მთლიანად ჩავაქრობთ ერთ ან ორ დღეში, რადგან დიდი ფართობია დაზიანებული

გიორგი კობერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-23 08:35:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე გუშინ ღამით იყო.

„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, რომ მოსახლეობაში არ გავრცელებულიყო ხანძარი, ეს ამოცანა შესრულებულ იქნა.

გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ამ დილას, ვიდრე გუშინ იყო ღამე. ვერ ვიტყვით, რომ ამას მალე მოვრჩებით და ხანძარს მთლიანად ჩავაქრობთ ერთ ან ორ დღეში, იმიტომ რომ დიდი ფართობია დაზიანებული.

დღის განმავლობაში უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება. ავიაციაც ჩაერთო ოპერაციაში. ჩვენი მეზობლები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოგვიერთდნენ. რამდენიმე ათეული ცოცხალი ძალით და რამდენიმე ათეული სპეცტექნიკით.

ისინი ახლა მობილიზაციას აკეთებენ. კერები არსებობს, თუმცა იმ მასშტაბის არ არის, რაც გუშინ და გუშინწინ გვქონდა. კრიტიკული კერა ფაქტობრივად არა გვაქვს, არის რამდენიმე რთული უბანი ძნელ მისადგომ ადგილებში.

სოფელ დაბასთან გზის ნაპირზე წიწვი ბოლავს, იქ ხანძრის საშიშროება არ არის. პრობლემატური პერიოდი გვექნება შუადღისას, თუ გავითვალისწინებთ 2 დღის გამოცდილებას, ქარი იცის ამ პერიოდში. თუმცა დღეს გაცილებით უკეთ მობილიზაცბული ვართ“,- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ზურაბ ალავიძე - ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის გახსნა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს
ზურაბ ალავიძე - ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის გახსნა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტი წინ წაწევს როგორც საქართვე
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტრო - ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება დაშვებული მოცულობების ფარგლებში მიმდინარეობს
გარემოს დაცვის სამინისტრო - ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება დაშვებული მოცულობების ფარგლებში მიმდინარეობს
გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაშ
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე საჩხერის სოფლებში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ზურაბ ალავიძე საჩხერის სოფლებში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს სასმელი
წაკითხვა
გარემოსდამცველები ბორჯომის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეზე საუბრობენ
გარემოსდამცველები ბორჯომის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეზე საუბრობენ
აგვისტოს მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ბორჯომის ხეობაში მეწყრული პროცესების გააქტიურების გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ. 
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ზურაბ ალავიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ამ პორტის აშენება მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ მთელი სატრანზიტო პოტენციალი, - ამ
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ტყის აღსადგენად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე უკვე მილიონ 770 ათასი ლარი ჩაირიცხა
ბორჯომის ხეობაში ტყის აღსადგენად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე უკვე მილიონ 770 ათასი ლარი ჩაირიცხა
ბორჯომის ხეობაში ტყის აღსადგენად სპეციალუ
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე - იმედი მაქვს, შუადღისთვის წაღვერის ტყეში ხანძარი ლოკალიზებული იქნება
ზურაბ ალავიძე - იმედი მაქვს, შუადღისთვის წაღვერის ტყეში ხანძარი ლოკალიზებული იქნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინ
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს
ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს
ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიის წინასწარი შეფასება განხორცილედა. დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც. ვითარებას სპეციალური კომისია სწავლო
წაკითხვა