საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
548

ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია და ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცეთ პატივი ქვეყნის ძირითად კანონს

ეკატერინე კოპალიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-24 17:14:00

მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დღის აღნიშვნა და ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცეთ პატივი ქვეყნის ძირითად კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის ჟურნალისტთან განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ძირითადი კანონი დაიხვეწოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მუდმივად ვიზრუნოთ კონსტიტუციის დახვეწაზე. ეს არის ჩვენი პარლამენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. საქართველოში მოქმედი კონსტიტიციის სამი ძირითადი რედაქცია შეიძლება გავიხხენოთ და სამწუხაროდ, ვერც ერთმა ამ რედაქციამ ვერ უზრუნველყო ავტოკრატიის ჩამოყალიბების პრევენცია. ეს არის მთავარი ნიშან-თვისება ჩვენი კონსტიტუციის. მოქმედი დოკუმენტი შეიცავს უამრავ ხარვეზს. ჩვენი მიზიანია, ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც უზერუნველყოფს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ პრევენციას. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად", -  -აღნიშნა პირველ არხთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დოკუმენტში ცვლილებების შეტანის მიუხედავად, კონსტიტუციის დღედ  მომავალშიც 24 აგვისტო დარჩება.

„ძალაში რჩება ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც არის მიღებული 1995 წლის 24 აგვისტოს. ჩვენ არ ვიღებთ ახალ კონსტიტუციას, შედის მხოლოდ ცვლილებები-არსებითი და ფუნდამენტური, თუმცა ცვლილებები. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის მიღების თარიღად დარჩება 1995 წლის 24 აგვისტო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

24 აგვისტო, კონსტიტუციის დღედ 22 წლის წინ, ქვეყნის მთავარი კანონის მიღებისთანავე გამოცხადდა. ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებით 2015 წლიდან აღინიშნება.

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების
წაკითხვა
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
საქართველოს ახალი კონსტიტუციური პროექტი,
წაკითხვა
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც ხელს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატი აწერს.&l
წაკითხვა
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
ახალი საკონსტუტიციო ცვლილებები მიმდინარე კვირაში იქნება ინიცირებული
ახალი საკონსტუტიციო ცვლილებები მიმდინარე კვირაში იქნება ინიცირებული
ახალი საკონსტუტიციო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე  კვირაში მოხდება.
წაკითხვა
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა