შპს საქართველოს რკინიგზის შენობასთან აქციაზე დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
საქართველოს რკინიგზასთან ვითარება დაძაბულია.
საქართველოს რკინიგზის შენობის წინ რკინიგზელთა მოშიმშილე აქცია მე-10 დღეა გრძელდება.
აქციის მონაწილეები რკინიგზელებისთვის სამუშაო პირობების ცვლილებას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ მათ თანამშრომელი გურჯაანიდან კვლავ მარნეულში ძველ სამუშაო ადგილას დააბრუნონ.
როგორც პირველ არხს მოშიმშილე აქციის მონაწილემ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების აპარატის ხელმძღვანელმა პაატა ნინუამ განუცხადა, ათი დღის განმავლობაში რკინიგზის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
მოშიმშილეები რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის ვასილ ხორავას გადადგომას მოითხოვენ.
ადგილზე იმყოფებიან მოშიმშილეების მხარდამჭერები, გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები, ასევე მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები.