საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
755

ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, რკინიგზის შენობის წინ მომხდარი დაპირისპირებისას ირაკლი კუპრაძე დააკავეს

ანი ფაცია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-24 19:40:00


"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლის ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის შენობის წინ დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს. 

ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, დაკავებულია "აუდიტორია 115"-ის წევრი ირაკლი კუპრაძე. 

აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზის შენობაში შესვლას და იქ კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.  

საქართველოს რკინიგზასთან ვითარება დაძაბულია. საქართველოს რკინიგზის შენობის წინ რკინიგზელთა მოშიმშილე აქცია მე-10 დღეა გრძელდება.

აქციის მონაწილეები რკინიგზელებისთვის სამუშაო პირობების ცვლილებას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ მათ თანამშრომელი გურჯაანიდან კვლავ მარნეულში ძველ სამუშაო ადგილას დააბრუნონ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი