საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
589

ცესკომ 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დაამტკიცა

ანი ფაცია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-25 14:06:00

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით დაამტკიცა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურები. 

ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის პროცედურული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული მხარეებისთვისთვისაც.

შესაბამისად, ეს მასალები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. 
დღესვე ცესკომ 73-ვე საარჩევნო ოლქში აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი, მეექვსე წევრები. როგორც ცესკოში განმარტეს, საერთო ჯამში, 73 ვაკანტურ ადგილზე სულ 134 განაცხადი იყო შესული და კონკურსში 134 კანდიდატი მონაწილეობდა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ.

„პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე, უშუალოდ, ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. სტატისტიკურად დამუშავებული ინფორმაცია არჩეული წევრებისა და მათი გამოცდილების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე",- განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, გუშინ, ცესკომ უმოკლეს ვადებში რეგისტრაციაში გაატარა 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რათა მათ პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონოდათ. 
„დამატებით მინდა შევახსენო არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და საინიციატივო ჯგუფებს, დღეს, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციისადმი მომართვის ბოლო ვადაა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, მიმართავს მათ, დროულად განახორციელონ კანონით გათვალისწინებული პროცედურები."- განაცხადა მიქელაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
  ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევ
წაკითხვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს გა
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა. 
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღი დღეს გაირკვევა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღი დღეს გაირკვევა
ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
წაკითხვა
ენმ საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
ენმ საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
„ნაციონალური მოძრა
წაკითხვა
საჩივრები ცესკო-სა და სასამართლოში - რა ვითარებაა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ
საჩივრები ცესკო-სა და სასამართლოში - რა ვითარებაა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ
საჩივრები ცესკო-ში და სარჩელები სასამართლოში - თვითმმართველობის არჩევნებზე დაწერილია 900-მდე განაცხადი. სარჩელების ნაწილი უკვე განხილულია,
წაკითხვა