საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2548

„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-25 20:40:00

ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლავი, იგივე KIC 8462852, რომელსაც სიკაშკაშის უჩვეულო, არარეგულარული ჩაბნელებები ახასიათებს. მისი უცნაური ქცევა ასტრონომებმა ბოლო წლებში შენიშნეს, წარმოიშვა მრავალი შესაძლო ახსნა, თუმცა, რა ხდება სინამდვილეში ვარსკვლავის თავს, ამ დრომდე გაურკვეველია. 

ამჯერად, კოლუმბიელ მეცნიერთა ჯგუფი ანტიოკიის უნივერსიტეტის მკვლევრის, მარიო სუსერკიას ხელმძღვანელობით, ტაბის ვარსკვლავის შესახებ ახალ ახსნას გვთავაზობს. 

საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავური ჩაბნელების საიდუმლო შესაძლოა სატურნის მსგავსი ეგზოპლანეტის ტრანზიტში მდგომარეობდეს. 

„ახლომდებარე რგოლებიანი პლანეტების ტრანზიტის არარეგულარული და ანომალიური სიგნალების ასახსნელად, ასევე რგოლების ადრეული ევოლუციური ეტაპის ასახსნელად, შევისწავლეთ დახრილობის დინამიკა“, — წერენ მკვლევრები.  

ვარსკვლავ KIC 8462852-ის უცნაური ქცევა ასტრონომთა ჯგუფმა იელის უნივერსიტეტის მკვლევრის, ტაბეთა ბოიაჯიანის ხელმძღვანელობით, პირველად 2015 წელს შენიშნა. როგორც წესი, დედამიწიდან დაკვირვებისას, პლანეტათა სინათლეში  ჩაბნელება მაშინ შეინიშნება, როცა მის წინ პლანეტა ჩაივლის, რასაც ტრანზიტს უწოდებენ.  

თუმცა ამ მოვლენას ადგილი არ ჰქონია KIC 8462852-ის შემთხვევაში, რომელსაც მოგვიანებით „ტაბის ვარსკვლავი“ უწოდეს. წამოვიდა შესაძლო ახსნათა მთელი ნაკადი. მათ შორის იყო მოხეტიალე კომეტათა ჯგუფი თუ ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრავი მეგასტრუქტურა, რომელიც არამიწერი ცივილიზაციის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო აგებული. 

სუსერკიამ და მისმა კოლეგებმა თავიანთ მოსაზრება გატესტეს სიმულაციებით — როგორ გაიღუნებოდა სინათლე, როდესაც დედავარსკვლავთან რგოლებიანი პლანეტა ჩაივლიდა დედამიწა-მზეს შორის არსებულის ერთი-მეათედ მანძილზე.  

რგოლებიანი ეგზოპლანეტა სიკაშკაშეში არარეგულარულ ჩაბნელებებს წარმოქმნის, როდესაც მისი რგოლები პირველად დაბლოკავს ვარსკვლავის გარკვეულ ნაწილს, პლანეტის გადაადგილებასთან ერთად კი ჩაბნელება უფრო ძლიერი ხდება.  

ასეთი ტრანზიტები თვალნათელ მოდელებს არ უნდა წარმოქმნიდეს, რადგან ყოველ ჯერზე, რგოლებს შესაძლოა განსხვავებული კუთხე ჰქონდეს. 

გარდა ამისა, როგორც სიმულაციებმა აჩვენა, ვარსკვლავი შესაძლოა რგოლებს ჭიმავდეს და წარმოქმნიდეს მათ მერყეობას, რაც ვარსკვლავის სინათლის ჩაბნელებას კიდევ უფრო მეტ არარეგულარულობას შეჰმატებდა.  

„აღმოვაჩინეთ, რომ დახრილრგოლებიანი სტრუქტურები განიცდიან ფორმისა და ორიენტაციის მოკლევადიან ცვლილებებს, რაც გამოიხატება ტრანზიტის სიღრმისა და კონტაქტის დროის ძლიერ ცვლილებებში, თანმიმდევრულ ჩაბნელებებს შორისაც კი“, — განმარტავს ჯგუფი. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს დაკვირვებები საკმარისი არაა. ჩაბნელებების მიზეზად რგოლებიანი პლანეტა მიაჩნია ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევარ კევიან სტასუნსაც.  

„ამ ნაშრომის მთავარი მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რომ არსებობს მექანიზმი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სინათლის გაღუნვები“, — უთხრა სტასუნმა New Scientist-ს.  

„ამ ცვლილებების გამოწვევა შეუძლია მთვარეებისა და რგოლების დინამიკას და ამ სისტემებში ცვლილებები შეიძლება ისეთი მოკლე მასშტაბებით მოხდეს, რომ მხოლოდ რამდენიმე წელიწადში გამოვლინდეს“. 

იგი ასევე აღიარებს, რომ ეს ერთადერთი შესაძლო ახნსა არაა. ჯგუფი გეგმავს, თავიანთ აღმოჩენები ტაბის ვარსკვლავის შესახებ არსებულ მონაცემებს შეადაროს. 

მომზადებულია New Scientist-ისა და futurism.com-ის მიხედვით  

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთმა ყველაზე იდუმალ
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმან
წაკითხვა
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
სიცოცხლის ძებნა ჩვენს მიღმა, დანარჩენ სამ
წაკითხვა